2
- 1 - Website: ei-lat.ge facebook: Liberal Academy Tbilisi YouTube: Liberal Academy flickr: Liberal Academy Tbilisi slideshare: EI LAT Email: [email protected] Telephone: (+995) 32 293 11 28 Fax: (+995) 32 293 11 28 6-12 თებერვალი, 2012 ქართულ პრესაში ევროპისა და ევროკავშირის თემის ყოველკვირეული მიმოხილვა გაზეთი „რეზონანსი“ ვრცელ სტატიას უძღვნის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI) მეშვეობით, თანადაფინანსებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და რომლის მიზანია დახმარება გაუწიოს იძულებით გადაადგილებულ პირებს სამეგრელო- ზემო სვანეთში და მათ, ვინც დაბრუნდა ან იმყოფება აფხაზეთში დაბრუნების პროცესში. „პროექტის განხორციელება 2010 წლის მარტში დაიწყო და ის სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 2,390,183 ევროს, აქედან ევროკავშირის დაფინანსება 2 მილიონი ევროა“.-აღნიშნულია სტატიაში. გაზეთ „რეზონანსში“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საბერძნეთი თურქეთთან გამყოფ კედელს ააშენებს, რაც დაიცავს ევროკავშირს არალეგალი ემაგრანტების ნაკადისაგან, პროექტის ღირებულება 3 მილიონ ევროს შეადგენს: საბერძნეთის მთავრობის მონაცემებით, 2011 წლის განმავლობაში თურქეთთან სახმელეთო საზღვარი არალეგალურად 55 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა და შესაბამისად ევროკავშირში არალეგალი

6-12 თებერვალი, 2012

  • Upload
    ei-lat

  • View
    749

  • Download
    1

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: 6-12 თებერვალი, 2012

- 1 -

Website: ei-lat.ge facebook: Liberal Academy Tbilisi YouTube: Liberal Academy flickr: Liberal Academy Tbilisi slideshare: EI LAT

Email: [email protected] Telephone: (+995) 32 293 11 28 Fax: (+995) 32 293 11 28

6-12 თებერვალი, 2012 ქართულ პრესაში ევროპისა და ევროკავშირის თემის ყოველკვირეული მიმოხილვა გაზეთი „რეზონანსი“ ვრცელ სტატიას უძღვნის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI) მეშვეობით, თანადაფინანსებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და რომლის მიზანია დახმარება გაუწიოს იძულებით გადაადგილებულ პირებს სამეგრელო-ზემო სვანეთში და მათ, ვინც დაბრუნდა ან იმყოფება აფხაზეთში დაბრუნების პროცესში.

„პროექტის განხორციელება 2010 წლის მარტში დაიწყო და ის სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მისი მთლიანი

ბიუჯეტი შეადგენს 2,390,183 ევროს, აქედან ევროკავშირის დაფინანსება 2 მილიონი ევროა“.-აღნიშნულია სტატიაში.

გაზეთ „რეზონანსში“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საბერძნეთი თურქეთთან გამყოფ კედელს ააშენებს, რაც დაიცავს ევროკავშირს არალეგალი ემაგრანტების ნაკადისაგან, პროექტის ღირებულება 3 მილიონ ევროს შეადგენს: „საბერძნეთის მთავრობის მონაცემებით, 2011 წლის განმავლობაში თურქეთთან სახმელეთო საზღვარი არალეგალურად 55 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა და შესაბამისად ევროკავშირში არალეგალი

Page 2: 6-12 თებერვალი, 2012

- 2 -

მიგრანტების ძირითადი მასა სწორედ საბერძნეთის მხრიდან შედის“.

„ირანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული სანქციების ამოქმედებამდე ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტოს“. - ირკვევა „რეზონანსში“ განთავსებული სტატიიდან. ევროკავშირმა სანქციების დაწესება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ თეირანის მიერ ბირთვული იარაღის წარმოების შესახებ განაცხადა.

რადიკალური ზომების მისაღებად მზადყოფნას გამოხატავს ისრაელი, თავდაცვის მინისტრი ეჰუდ ბარაკი აცხადებს, რომ ისრაელი მზადაა დაუყონებლივ მიიტანოს დარტყმა ირანზე, თუკი აღმოჩნდება, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის საწინააღმდეგოდ სანქციები არ მუშაობს.

„რუსეთი მილიარდებს ითვლის, ევროპელები იყინებიან“ - შემდეგი სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი „24 საათი“, საიდანაც ირკვევა, რომ რუსული მონოპოლისტი „გაზპრომი“ ევროპული „გამყინვარებით“ სარგებლობს და გაზის გაძვირებას გეგმავს. „2012 წელს „გაზპრომი“ ევროპაში 154 მლნ. კუბ.მ ბუნებრივი აირის ექსპორტს გეგმავს. 1000 კუბ.მ გაზის საშუალო ღირებულება 415 დოლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს „გაზპრომი“ 1000 კუბ.მ გაზის

იმპორტს 384 დოლარად ეწეოდა და აღნიშნულ პერიოდში მისმა შემოსავლებმა 64 მლრდ. დოლარს გადააჭარბა“.- ვკითხულობთ სტატიაში.

„24 საათი“ წერს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning ) პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც რეგიონულ დონეზე ტურიზმის განვითარებას, ტურიზმის საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას და ამ სფეროში ადამიანური რესურსების განვითარებას ისახავს მიზნად.

„ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის პროექტის“ განმახორციელებელი, ავსტრიის მხრიდან, ევროპასთან ინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების სააგენტოა. სტატიაში ვკითხულობთ ავსტრიის პროექტის ლიდერის ფერნანდ პოზნიკის განცხადებას : „საქართველოს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს და იმისათვის, რომ მოხდეს უცხოელი ტურისტების მოზიდვა, საჭიროა მკაფიოდ იქნას გამოხატული ის გარემოება, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურა განვითარების უმაღლეს დონეზეა და სტუმრის მომსახურებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. ავსტრიის მხრიდან პროექტის განმახორციელებელია ევროპასთან ინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების სააგენტო. პროექტის ბიუჯეტი 900 000 ევროა.“- განმარტავს პოზნიკი.