12
#2(4) ახალი ამბები გვ. 2-4 გვ. 4-6 გვ. 7 გვ. 8 გვ. 9 გვ. 10 საერთაშორისო თანამშრომლობა მაია ბიწკინაშვილი: "კსუ-ში თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის, უდავოდ საუკეთესო პირობებია შექმნილი" ინტერვიუ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორ ნათია ზაალიშვილთან სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ახალი სტრატეგია მაკა ნაცვლიშვილი: “ძალიან მიყვარხართ და უარს დახმარებაზე არასოდეს გეტყვით!” 2012-2013 სასწავლო წელი გილოცავთ შობა - ახალ წელს!

2012-2013 სასწავლო წელი #2(4)old.ciu.edu.ge/files/files/5_ Gazeti N3.pdf · #2(4) გვ. 2-4 ახალი ამბები გვ. 4-6 გვ. 7 გვ

  • Upload
    others

  • View
    1

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: 2012-2013 სასწავლო წელი #2(4)old.ciu.edu.ge/files/files/5_ Gazeti N3.pdf · #2(4) გვ. 2-4 ახალი ამბები გვ. 4-6 გვ. 7 გვ

#2(4)

ახალი ამბებიგვ. 2-4

გვ. 4-6

გვ. 7

გვ. 8

გვ. 9

გვ. 10

საერთაშორისო თანამშრომლობა

მაია ბიწკინაშვილი: "კსუ-ში თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის, უდავოდ საუკეთესო პირობებია შექმნილი"

ინტერვიუ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისდირექტორ ნათია ზაალიშვილთან

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ახალი სტრატეგია

მაკა ნაცვლიშვილი: “ძალიან მიყვარხართ და უარს დახმარებაზე არასოდეს გეტყვით!”

2012-2013 სასწავლო წელი

გილოცავთ შობა - ახალ წელს!

Page 2: 2012-2013 სასწავლო წელი #2(4)old.ciu.edu.ge/files/files/5_ Gazeti N3.pdf · #2(4) გვ. 2-4 ახალი ამბები გვ. 4-6 გვ. 7 გვ

2

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიახალი ამბები

სტუდენტური თვითმმართველობის

არჩევნები

2012 წლის 26 ოქტომბერს სტუდენტური თვითმმართ-ველობის არჩევნები გაიმართა. ბიზნესის ფაკულტეტი ამომრჩეველთა განსაკუთრებული აქტივობით გამოირ-ჩა, თავისი პოზიცია 227 სტუდენტმა გამოხატა, შედეგე-ბი ასე გამოიყურება:

1. გიორგი ქირია — 70 ხმა; 2. გიორგი აკობია — 58

ხმა; 3. ზაზა ყალამაშვილი —

54 ხმა; 4. გიორგი ბარბაქაძე —

43 ხმა; სამართლის ფაკულტეტი

(არჩევნებში 192 სტუდენ-ტი მონაწილეობდა):

1. საბა რურუა — 84 ხმა; 2. გიორგი ქორიძე — 57 ხმა;3. ონისე წიკლაური — 55 ხმა;4. რევაზ ქარჩავა — 54 ხმა;მედიცინის ფაკულტეტი (არჩევნებში 96 სტუდენტი

მონაწილეობდა):1. თიკო სურმანიძე — 56 ხმა;2. თამარ ხელაძე — 49 ხმა;3. გელა აბულაძე — 28 ხმა;4. ნინო კვირიკაშვილი — 26 ხმა;სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არჩევნებში

მონაწილეობა 167 ამომრჩეველმა მიიღო, მათი ხმები ასე გადანაწილდა:

1. გალაქტიონ ესაკია — 50 ხმა;2. მალხაზ კოხია — 50 ხმა;3. ქრისტინე ჯაგიევი — 43 ხმა;4. მარიამ გელაშვილი — 34 ხმა.

დისკუსია

26 ოქტომბერს სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტი-ტუტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარ-ტამენტის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია, თემა-ზე: “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ახალი სტრატეგია”.

მოხსენებით გამოვიდნენ: ალექსანდრე ელისაშვილი (ჟურნალისტი) და ზვიად ქორიძე ჟურნალისტური ეთი-კის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე. მოდერატორი გახ-ლდათ სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი, ალექსანდრე რუსეცკი.

მსგავსი ღონისძიებები კსუ-ში პერმანენტულად ტარ-დება.

მეგობრული მატჩი “FARE-ს” კვირეულის ფარგლებში

2012 წლის 29 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის, საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და აზარტული

თამაშების კვლევისა და მკურნალობის ცენტრთან თა-ნამშრომლობით, სტუდენტთა მეგობრული საფეხბურთო მატჩი მოაწყო, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია “FARE-ს” მიერ ინიცირებული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

“FARE Action Week” სპორტის სამყაროში დისკრიმინა-ციის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი უმნიშვნელო-ვანესი სოციალური აქტივობაა, რომელიც ასიათასობით ადამიანს იმ მესიჯით აერთიანებს, რომ ფეხბურთისთვის ბარიერები არ არსებობს.

კსუ და მისი პარტნიორები ამაყობენ, რომ შეუერთდ-ნენ 300-ზე მეტ ჯგუფს 41 ქვეყნიდან. CIU-ს სტუდენტე-ბის მიზანია, საზოგადოების ყურადღება ისეთ მნიშვნე-

ლოვან პრობლემებს მიაპყრონ, როგორიცაა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ახალგაზრდებში.

ხევსურული პოეზიის საღამო

9 ნოემბერს, 18 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოეზიის საღამო, მუსიკალური ნომრე-ბის თანხლებით, გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: დები გოგოჭურები, ანა ფოცხვერია, ნიკა ფაშალიშვილი, ქეთი ზვიადაური, გიორგი გიგაური, თემო არაბული, მერაბ არაბული. ასე-ვე დები გოგოჭურების ანსამბლი.

საღამო უნივერსიტეტის პრეს-კლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

პოეზიის საღამო

13 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტე-ტის საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდა პოეტების შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიებას, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სტუმრები სხვა უმაღლესი დაწესებულებებიდანაც ესწრებოდნენ.

პოეზიის საღამოში მონაწილეობდნენ: გენრი დოლიძე (ნიკოლოზ ბარათაშვილის პრემიის ლაურეატი, მწერალ-თა კავშირის წევრი), სულხან წულუკიძე (ნიკოლოზ ბა-რათაშვილის კონკურსის გამარჯვებული, ნომინაციაში “საუკეთესო პატრიოტული ლირიკა”), ნიკა ქვრივიშვილი (ვაჟა-ფშაველას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კონ-კურსის გამარჯვებული) და ციცინო ბუკია (გურამ რჩე-ულიშვილის პრემიის ლაურეატი და დავით აღმაშენებ-

ლის პრემიის პრიზიორი).პოეზიის საღამომ დამსწრეთა აღფრთოვანება დაიმსა-

ხურა, სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსმა ღონისძიებებმა პერმანენტული ხასიათი მიიღოს.

კსუ-ს მაგისტრანტმა ჟიურის სპეციალური პრიზი

დაიმსახურა

ამა წლის 18-22 ოქ-ტომბერს ბათუმში კავკასიის საერთა-შორისო უნივერსი-ტეტის სამართლის ფაკულტეტის მა-გისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტის, სოფიო დაუშვილის ფილმმა – “ილოცე ჟაკუნია” მართლმა-დიდებლური ფილ-მების VII საერთაშო-რისო ფესტივალზე “წმინდა ანდრიას ჯვარი” მოიპოვა.

ასევე, უნდა აღი-ნიშნოს ის ფაქტიც,

რომ სოფიო დაუშვილის ფილმმა – “პატარა მეომარი” მარ-თლმადიდებლური ფილმების III საერთაშორისო ფესტი-ვალზე ჟიურის სპეციალური პრიზი — გელათის ტონდო “წმინდა მამაი ლომზე” დაიმსახურა, ხოლო VI ფესტივალ-ზე ფილმი – “მარიამობა” სიგელ-გუჯრით დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ სამივე ფილმი სოფიო დაუშვილის სცენარითაა გადაღებული.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამაყობს მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული მაგისტრანტით და ულოცავს სოფიოს ამ დიდ წარმატებას.

კსუ შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს

გამოეხმაურა

1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნი-

ვერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა ღონისძიება მოაწყვეს.

სტუდენტებმა საინტერესო პრეზენტაცია წარმოად-გინეს, რითაც მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემას გა-მოეხმაურნენ. მაისურები, რომლებიც მონაწილეებს ეც-ვათ, სპეციალურად ამ დღისთვის დამზადდა.

ღონისძიებას რექტორი და ადმინისტრაციისა და სხვა უმაღლესი დაწესებულებების წარმომადგენლებიც ესწ-

Page 3: 2012-2013 სასწავლო წელი #2(4)old.ciu.edu.ge/files/files/5_ Gazeti N3.pdf · #2(4) გვ. 2-4 ახალი ამბები გვ. 4-6 გვ. 7 გვ

3

ახალი ამბებიკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

რებოდნენ.სტუდენტთა გამოსვლამ და ღონისძიების ორიგინა-

ლურმა ფორმატმა სტუმრების მოწონება დაიმსახურა.

ინტელექტუალთა შერკინება

6 დეკემბერს, თვითმმართველობის ინიციატივით, კავ-კასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ინტელექტუ-ალური თამაში “რა? სად? როდის?” გაიმართა, რომელ-შიც 5-5 მოთამაშისგან შემდარი 26 გუნდი მონაწილეობ-და. თამაში სამ ეტაპად ჩატარდა.

ყველაზე საინტერესო და დაძაბული მე-3 ტური აღმოჩ-ნდა, სადაც ერთმანეთს ჟურნალისტიკის მიმართულე-ბის I კურსის დებიუტანტი ინტელექტუალები — ჯგუფი “ეტალონი” და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის გუნდი — “Ciu-101” შეხვდნენ. მინიმალური სხვაობით ამ უკა-ნასკნელებმა გაიმარჯვეს. ფინალისტებს ოქროს მედლე-ბი, დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

რეგიონული მედიის პირველი სარეკლამო

გამოფენა

2012 წლის 5 დეკემბერს თბილისში, საგამოფენო ცენ-ტრში “ექსპო ჯორჯია” რეგიონული მედიის პირველი სარეკლამო გამოფენა გაიმართა. რეგიონული მედიის

წარმომადგენლები ბიზნეს-სექტორს საკუთარ ბაზარ-ზე რეკლამის განთავსების უპირატესობაზე ესაუბრნენ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადო-ებასთან ურთიერთობის სამსახური სამომავლოდ რეგი-ონული მედიის წარმომადგენლებთან აქტიურ თანამშ-რომლობას გეგმავს.

გამოფენის ერთ-ერთმა მასპინძელმა, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელ-მა დირექტორმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსი-ტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნ. კუპრაშვილმა დამსწრე საზოგადოებას რეგიონული მედიის სარეკ-ლამო პოტენციალი გააცნო. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღ-ვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნ. ჭალაგანიძემ კი, ტელესამსახურებისათვის მიცემულ ინტერვიუებში, რეგიონული მედიისა და ბიზნესის დაახლოება უახლოეს პერსპექტივად შეაფასა.

საჯარო შეხვედრა საქართველოს მთავარ

პროკურორთან

14 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსი-ტეტმა საქართველოს მთავარ პროკურორს, არჩილ კბი-ლაშვილს უმასპინძლა. შეხვედრას სტუდენტებთან ერ-

თად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუმრებიც ესწრებოდნენ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კა-ხაბერ კორძაია, დირექტორი ვახტანგ წივწივაძე, ხარის-ხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, რექტორის მოადგილე მარინა გედევანიშვილი და კსუ-ს პროფესო-რი გია მეფარიშვილი. შეხვედრის მოდერატორი კი იყო კსუ-ს ასოცირებული პროფესორი ნინო ჭალაგანიძე.

მთავარი პროკურორის მიერ ჩატარებულმა საჯარო ლექციამ სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ არჩილ კბილაშვილისათვის მიმდინარე გახმაურებული საქმეების შესახებ კითხვების დასმის საშუალება მი-ეცათ. კსუ-ში მსგავსი ღონისძიებები ტრადიციულ ხა-სიათს ატარებს.

საქველმოქმედო საღამო ბოულინგ-ცენტრში

9 დეკემბერს “თბილისი ცენტრალის” ბოულინგ-ცენტ-რში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების-თვის საქველმოქმედო საღამო გაიმართა, სახელწოდე-ბით: “ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ”.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო. კსუ-ს თვითმმარ-თველობისა და პრეს-კლუბის წევრები, სპეციალურად მოწვეულ სტუმრებთან ერთად (თუმანიშვილის კინომსა-ხიობთა თეატრის, “კომედი შოუ”-ს მსახიობები და კერძო სკოლების წარმომადგენლები), ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ.

ბოულინგის თამაშის შემდეგ, ყველამ ბილიარდის მაგი-

დებთან გადაინაცვლა, ბოლოს კი მოსწავლეებმა დამსწ-რე საზოგადოებისთვის “ტამტამ–შოუ”გამართეს.

8 წლის ელენე ქავთარაძე: “აქ სკოლიდან წამოვედით. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, ბევრი ვიმ-ხიარულე”.

ბავშვებთან ერთად კმაყოფილება მშობლებსაც ეტყო-ბოდათ.

ნანა კუპრეიშვილი: აუცილებელია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების საზოგადოებაში ინ-ტეგრირება. მადლობა ორგანიზატორებს დღევანდელი დღისთვის.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არა მხო-ლოდ ახლა, მომავალშიც გააგრძელებს ამ ტიპის აქცი-ების მხარდაჭერას და მაქსიმალურად ეცდება, საკუთარი რესურსების გამოყენებით, ხელი შეუწყოს განსაკუთრე-ბული საჭიროების მქონე მოზარდების ჩართვას საზოგა-დოებრივ ცხოვრებაში.

საჯარო შეხვედრა ჯაბა ტყემალაძესთან

14 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსი-ტეტში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჯაბა ტყემალაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა, თემაზე: “რეგენერაციის მედიცინა, XXI საუკუნის მედიცინა”.

ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორ-ძაია, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ბიწკინაშ-ვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანუკი წივწივაძე და ადმინისტრაციის სხვა წარ-მომადგენლები ესწრებოდნენ. საჯარო შეხვედრამ სტუ-დენტებისა და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

ეკა თხილავას კიდევ ერთი წარმატება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამი-ნისტროში 14 თებერვალს წიგნისა და ლიტერატურის პროგრამის ფარგლებში გერმანიაში გამოცემული ქარ-თველი მწერალი ქალების ანთოლოგიის — “იაგუარის

რეტროს” (Frankfurter Verlagsanstalt) პრეზენტაცია გა-იმართა. შვიდ მწერალ ქალს შორის კავკასიის საერთა-შორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკან ეკა თხილავას მოთხრობა “ცხრა ქოხშია” შესული. მოთხრობა მწერლის ბოლო ლიტერა-ტურულ კრებულში — “ფარვანაშია” დაბეჭდილი. “ცხრა ქოხში” ევროპაში გერმანულ ენაზე მოღვაწე ქართველმა მაია თაბუკაშვილმა თარგმნა.

ეკა თხილავას ლიტერატურული საღამო გერმანიაში 2012 წლის მარტის თვეში გაიმართა და ევროპელი მკით-ხველის დიდი დაინტერესება გამოიწვია. აღინიშნა, რომ მწერალი მკვეთრად გამოხატული სიურეალისტია, იგი სიღრმისეულად სწავლობს ადამიანის ქვეცნობიერს და

Page 4: 2012-2013 სასწავლო წელი #2(4)old.ciu.edu.ge/files/files/5_ Gazeti N3.pdf · #2(4) გვ. 2-4 ახალი ამბები გვ. 4-6 გვ. 7 გვ

4

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ბრძოლას ცნობიერთან. მისი სტილი და ინდივიდუალუ-რობა განსაკუთრებულ ფენომენად აღიარეს.

ქართველი მწერალი ქალების გერმანიაში გამოცემუ-ლი ანთოლოგიის — “იაგუარის რეტროს” პრეზენტაცია ევროპაში, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, 2013 წლის მარტის თვეში გაიმართება.

განათლების რეფორმის სახელმწიფო კომისიის საპარტნიორო სამუშაო

ჯგუფი შეიქმნა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტ-რში განათლებისა და მეცნიერების რეფორმის სახელმ-წიფო კომისიის საპარტნიორო სამუშაო ჯგუფი შეიქმ-ნა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: მაკა კორძაძე — დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (ჯგუფის ხელმძღვანელი), ზურაბ ბრაგვაძე — დირექტორის მოვა-ლეობის შემსრულებელი, ნატო კოპალიანი — სტრატეგი-ული განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის

შემსრულებელი, ნინო ტალიაშვილი — სა-მართლებრივი უზრუნ-ველყოფის სამსახუ-რის უფროსის მოად-გილე, ლალი ბაქრაძე, ლია ღლონტი, ნინო ჩუბინიძე, კახაბერ კორძაია (კავკასიის საერთაშორისო უნი-ვერსიტეტის რექტორი ); მარინა ჩიტაშვილი, სანდრო ცისკარიძე.

ჯგუფის საქმიანო-ბად, განათლებისა და მეცნიერების რე-ფორმის კონცეფციის ფარგლებში, უმაღლე-სი და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, სამოქმედო გეგმისა და საკანონმდებლო ცვლილებების პროექ-ტების შემუშავება გა-ნისაზღვრა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ

ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

28 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარე-ბის ეროვნულ ცენტრში განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი დვალმა და მისი კომისიის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი გიორგი მარგველაშ-ვილი, მინისტრის მოადგილე, ბატონი დავით ზურაბიშვი-ლი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელ-მწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი არჩილ ფრანგიშვილი, თბილისის სა-ხელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, ბა-ტონი ზურაბ ვადაჭკორია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი კახაბერ კორძაია,

ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულე-ბებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანს აღიარებული საერთაშორისო სტან-დარტების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და-ნერგვის გზების ძიება წარმოადგენდა. რეფორმების სა-ხელმწიფო კომისიის მიერ წარმოდგენილი კონცეფციის განხორციელებაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განსაკუთრებული ფუნქცია და მოვა-ლეობა ეკისრება.

შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ერთობლივი ინი-ციატივების შესახებ.

ახალი კრებული

კავკასიის საერთაშო-რისო უნივერსიტეტმა, სამეცნიერო დეპარტა-მენტის რეკომენდაციითა და შუამდგომლობით, სა-მართლის ფაკულტეტის მაგისტრანტის, სოფიკო დაუშვილის კრებული- “გოგონები საზაფხულო კაბებში” გამოსცა.

წიგნში ამერიკელი მწერლების: ირვინ შოუს, ჯორჯ ეიდის, დოროთი პარკერის, რინგ ლარდ-ნერის, უილიამ კარლოს უილიამსის, ჯეიმს ტარბე-რისა და ო. ჰენრის მოთხ-რობათა სოფიკოსეული თარგმანებია შესული.

აღსანიშნავია ისიც, რომ სოფიკო დაუშვილი სხვადასხ-ვა ლიტერატურუ-ლი კონკურსების ლაურეატი გახ-ლავთ. მისი ნაწარ-მოებები თარგმნი-ლია ინგლისურ, იაპონურ და რუ-სულ ენებზე. “გო-გონები საზაფ-ხულო კაბებში” სოფიკოს რიგით მესამე კრებულია.

ახალი ამბები

საერთაშორისო თანამშრომლობა

ფულბრაიტის სტიპენდიანტის, რებეკა კრაუტის ვიზიტი

9 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორი-სო უნივერსიტეტმა ფულბრაიტის სტი-პენდიანტს, რებეკა კრაუტს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ: უნივერსიტე-ტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პრო-ფესორი თამარ ქობლიანიძე, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ეკა თხილავა და ინოვაცი-ებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსან-დრე რუსეცკი.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომე-

ლიც ცხრა თვეს გასტანს, ამერიკელი სტი-პენდიანტი პირველად კავკასიის საერ-თაშორისო უნივერსიტეტს სტუმრობდა, შემდეგი ვიზიტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი-ვერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთავე-ლის სახელობის სახელმწიფო უნივერსი-ტეტებში იგეგმება.

შეხვედრაზე ყურადღება სამომავლო თანამშრომლობაზე გამახვილდა.

15 ოქტომბრიდან, ამერიკელმა სტიპენ-დიანტმა კავკასიის საერთაშორისო უნი-

ვერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 7 ნოემ-ბერს კსუ-ს სტუდენტებს საჯარო პრე-ზენტაცია მოუწყო, თემაზე: “აკადემიური ორგანიზაცია და პასუხისმგებლობა, სო-ციალური ცხოვრება და კეთილდღეობა”.

რებეკა კრაუტის მთავარი მისიაა გაეც-ნოს საქართველოს უნივერსიტეტებში ინ-გლისური ენის სწავლების მეთოდიკას და თანამედროვე მეთოდები დანერგოს.

Fulbright Scholar Rebecca Kraut in Caucasus

International UniversityOn 9th October Caucasus International

University hosted Fulbright scholar Rebec-ca Kraut. The visit was attended by Profes-sor Tamar Koblianidze, Dean of Faculty of Business, Professor Eka Tkhilava, Dean of Faculty of Social Sciences, and Alexander Rusetsky, Head of Department for Innova-tion and Strategic Development.

Within the framework of the working visit covering nine months the American scholar is going to visit a number of Georgian uni-versities, among which Caucasus Univer-sity has been the first. Next she is going to visit Ivane Javakhishvili Tbilisi State Univer-sity and Batumi Shota Rustaveli State Uni-versity.

The meeting in CIU focused on the topics of future cooperation.

On the 15th October the Rebecca Kraut started active cooperation with Caucasus International University and within its frame-work conducted a public presentation on Academic Organization and Responsibility, Social Life and Wellbeing.

The main assignment of Rebecca Kraut is to get acquainted with the methodology of teaching English at Georgian universities and to introduce up-to-date methods.

Визит Ребеки Краут, стипендиантки программы

Фулбрайт – в КМУ!

9 октября, стипендиантка программы Фулбрайт посетила Кавказский Между-народный Университет. На встрече при-сутствовали декан факультета бизнеса - профессор Тамар Коблианидзе, декан факультета социальных наук - профес-сор Ека Тхилава и руководитель депар-тамента по инновациям и стратегиче-ским развитиям – Александр Русетский.

В рамках визита, который продлится 9 месяцев, г-жа Краут также собирается посетить Тбилисский Государственный Университет им. Иване Джавахишвили и Батумский Международный Университет им. Ш. Руставели.

Главной целью г-жа Краут ставит озна-комление с методами обучения англий-ского языка в Грузии, а также помочь ино-странным преподавателям ознакомится с Грузией. Г-жа Краут надеется взять ин-тервью у студентов и преподавателей, а также посетить лекции английского язы-ка.

Основной целью встречи была дис-куссия о будущем сотрудничестве. С 15 октября, Ребека Краут начинает сотруд-ничать с Кавказским Международным Университетом.

Page 5: 2012-2013 სასწავლო წელი #2(4)old.ciu.edu.ge/files/files/5_ Gazeti N3.pdf · #2(4) გვ. 2-4 ახალი ამბები გვ. 4-6 გვ. 7 გვ

5

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და გირესუნის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის

ამა წლის 6-7 დეკემბერს თურქეთში, გირესუნის უნივერსიტეტში, გაიმართა შავი ზღვის საერთაშორისო სიმპოზი-უმი, რომელშიც მონაწილეობას იღებდ-ნენ ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუმინეთის, ირანის, უკრაინის, საქართ-ველოსა და დიდი ბრიტანეთის უნივერ-სიტეტების რექტორები, პოლიტოლო-გები და წამყვანი მეცნიერები.

საქართველოდან სიმპოზიუმში მონა-წილეობა მიიღო კავკასიის საერთაშო-რისო უნივერსიტეტმა. გირესუნის უნი-ვერსიტეტსა და კავკასიის საერთაშო-რისო უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირს საფუძველი ჩაუყარა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტე-ტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელ-მძღვანელმა, კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექ-ტორმა, ალექსანდრე რუსეცკიმ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერ-სიტეტის რექტორმა ბატონმა კახაბერ კორძაიამ გირესუნის უნივერსიტეტის რექტორთან — აიგუნი ათართან ერ-თად გახსნა სიმპოზიუმი და აღნიშნა, რომ კავკასია მსოფლიო გეოპოლიტი-კურ რუკაზე გადამწყვეტ როლს თამა-შობს. მისმა გამოსვლამ დიდი ყურად-ღება დაიმსახურა.

ორი დღის განმავლობაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექ-ტორმა ბატონმა კახაბერ კორძაიამ და პროფესორებმა — სოციალურ მეცნი-ერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკა თხილავამ, საერთაშორისო ურთიერთო-ბების მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ კიკნაძემ და ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარ-ტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ოლგა დოროხინამ სხვადასხვა თემებზე წაიკითხეს მოხსენებები.

კახაბერ კორძაიას თემა შეეხებოდა უნივერსიტეტის როლს სამშვიდობო პროცესებში; თამარ კიკნაძის მოხსე-ნება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემას მოიცავდა; ეკა თხილავამ საერთო-კავკასიური საინფორმაციო სივრცის შესახებ ისაუბრა, ხოლო ოლგა დოროხინამ მიმოიხილა 2014 წლის ზამ-თრის ოლიმპიური თამაშების როლი და მნიშვნელობა კავკასიის რეგიონისთვის.

აღსანიშნავია, რომ თამარ კიკნაძე სიმპოზიუმის მეოთხე სესიის მოდერა-ტორიც იყო. 6 დეკემბერს გირესუნის უნივერსიტეტის რექტორმა ქალბატონ-მა აიგუნი ათარმა მსოფლიოს წამყვან ხუთ უნივერსიტეტთან და, მათ შორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსი-ტეტთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

Memorandum of Cooperation between Caucasus

International University and Giresun State University

On 5-7 December the Black Sea Interna-tional Symposium was held In Giresun Uni-versity, Turkey. Participants were rectors, politologists and leading scientists from universities of the United States of America, Russia, Azerbaijan, Turkey, Romania, Iran,

Ukraine, Georgia and Great Britain. Caucasus International University par-

ticipated in the symposium on behalf of Georgia. It is owing to Aleksandre Rusets-ki, Head of the Department for Innovations and Strategic Development, Director of the Institute of Caucasus Regional Security that the interrelation between Giresun Uni-verstiy and Caucasus International Univer-sity has become so intense.

Rector of Caucasus International Univer-sity, Mr. Kakha Kordzaia opened the sym-posium together with Aigun Atrtan, Rector of Giresun university and highlighted that the Caucasus plays major role in the geo-political map of the world today. His speech deserved great attention.

During two days Kakhber Kordzaia, rec-tor of Caucasus International University and professors Eka Tkhilava, Dean of So-cial Sciences and Tamar Kiknadze, head of the Direction of International Relations, and Olga Dorokhina made reports on dif-ferent issues.

The subject of Kakhaber Kordzaia’s re-port was the role of the university in peace-making processes; Tamar Kiknadze’s re-port covered the issues of the 2008 war between Russia and Georgia; Eka Tkhilava made a speech on the Common Caucasian Informational Area, while Olga Dorokhina

reviewed the role and significance of the winter Olympic Games of 2014 for the Cau-casus Region.

It is noteworthy that Tamar Kiknadze was the moderator of the fourth session as well. On the 6th December Rector of Giresun University, Mrs. Aigun Atar concluded a memorandum on cooperation with five lead-ing universities of the world among which is Caucasus International University.

Меморандум между Кавказским Международным

Университетом и Гиресунским

Государственным университетом

6-7 декабря, в Турции, Гиресунском Государственном университету состо-ялся международный симпозиум чер-ного Моря в котором участвовали пред-ставители разных стран: США, России, Азербайджана, Турции, Румынии, Ирана, Украины, Грузии и Университета Велико-британии, ученые и ведущие ученые.

С Грузинской стороны в симпозиуме участвовали представители Кавказского Международного Университета. Тесная связь между Гиресунским и Кавказским Международным Университетом сфор-мировалось благодаря усилиям главы департамента инноваций и стратегиче-ского развития, директора Института

Кавказской Региональной безопасности Александра Русецкого.

Симпозиум обьявили открыто ректор Кавказсккого Международного универси-тета Кахабер Кордзая и ректор Герасун-ского университета Аигуни Атар. Каха-бер Кордзая заявил, что Кавказ играет ключевую роль на геополитической кар-те мира.

Ректор Кавказсккого Международного Университета Кахабер Кордзаия и про-фессора - декан факультета социальных наук Ека Тхилава, глава департамента международных отношении Тамар Кик-надзе и программный менеджер Кавказ-ского Института Безопасности и замести-тель главы департамента инноваций и стратегического развития Ольга Дорохи-на выступили с докладами на различные темы.

Тема Ректора Кавказсккого Междуна-родного Университета Кахабера Кордза-ия косалась рольи университета в мир-ных процессах; Доклад Тамара Кикнадзе _ Россииско- Грузинской войны в 2008 году; Тема Эки Тхилава косалась обще - Кавказского информационного простран-ства, а тема Ольги Дорохиной _ роли и значения зимних Олимпийских игр 2014 года для Кавказского региона.

Следует отметить, что на четвертой сессии модератором симпозиума была Тамар Кикнадзе.

6 декабря ректор Герасунского Универ-ситета г-жа Аигуни Атар и ректора пяти ведущих университетов, включая Кав-казского Международного Университета, подписали Меморандум.

საერთაშორისო თანამშრომლობა

ალექსანდრე გრაფ პრუჟენსკის ვიზიტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში19 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო

უნივერსიტეტს ალექსანდრე გრაფ პრუ-ჟენსკი (ბელორუსიის ქრისტიან დემოკ-რატიული პარტიის პრეზიდენტი) ეწვია.

მოწვეულმა სტუმარმა კსუ-ს საერთა-შორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებს ინგლისურ ენაზე საჯარო ლექცია წაუკითხა.

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, სტუმარი მრავალ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.

Visit of Aleksandr Graf Pruzhenski to Caucasus International University

On the 19th Alerksandr Graf Pruzhenski, Head of Christian Democratic Party of Be-lorus visited Caucasus International Univer-sity.

The invited guest offered a public lecture to CIU students in the English language.

The meeting turned to be exciting and the guest touched a lot of interesting subjects.

Визит графа Aлександра Пруженского в КМУ!

19 ноября граф Aлександр Пруженский (Президент Белорусской христианско-де-мократической партии) посетил Кавказский Международный Университет.

Приглашенный гость для студентов КМУ провёл публичные лекции на Английском языке.

Встреча оказалась очень интересной, гость коснулся важных для студентов вопросов.

Page 6: 2012-2013 სასწავლო წელი #2(4)old.ciu.edu.ge/files/files/5_ Gazeti N3.pdf · #2(4) გვ. 2-4 ახალი ამბები გვ. 4-6 გვ. 7 გვ

6

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

კავკასიის კულტურულ ინიციატივათა ქსელი, ხიდების მშენებლობა კულტურის მეშვეობით

საერთაშორისო თანამშრომლობა

CAUCULT საერთაშორისო, ინტერკულ-ტურული პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი, კულტურასთან დაკავშირებული, ინიციატივების გან-ხორციელებას ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების განმ-ტკიცების მიზნით სამხრეთ კავკასიაში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსი-ტეტი ჩართულია პროექტში “მულტი-კულტურალიზმის კვლევითი ცენტრის’’ მეშვეობით. პროექტში გიორგი დავიდო-ვი წარმოადგენს ამ ორგანიზაციას და 60 თემიდან ერთ–ერთის – გარდაბნის თემის გაძლირებასა და სათემო ხელოვ-ნების კულტურის დანერგვაზე მუშაობს.

სამხრეთ კავკასიის რეგიონის სიძ-ლიერესა და სიმდიდრეს კულტურული მრავალფეროვნება წარმოადგენდა სა-უკუნეების განმავლობაში, რამაც შე-დეგად კულტურულ გამოხატულებათა გასაოცრად ფართო სპექტრი მოიტანა. მაგრამ უკანასკნელი ათწლეულების კონფლიქტებმა და ომებმა კავკასიის ამ უნიკალურ, ულამაზესსა და ძლიერ კულტურას დაღი დაასვა.

CAUCULT –ს მიზანია ხელახლა აღ-მოაჩინოს კავკასიელი ხალხების კულ-ტურათა მრავალფეროვნება, რადგან ის ამ რეგიონის განვითარების, წინსვლისა და აყვავების საწინდარია. სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მო-სახლეობის გააქტიურება და გაძლიერე-ბა კულტურული ღონისძიებებით ხდება. უფრო მეტიც, ეს ღონისძიებები ხელს უწ-ყობს ორმხრივი და ცოცხალი დიალოგის გამართვას დაინტერესებულ მხარეებს შორის, რომლებსაც განსხვავებული კულ-ტურული მემკვიდრეობა აქვთ.

პროექტის მიზნები:• სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქარ-

თველოს მოქალაქეებში კულტურუ-ლი მრავალფეროვნების საკითხებზე ცოდნის ამაღლება;

• მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდა-ჭერა კულტურულ ღონისძიებებში, განსაკუთრებით კი, იმ ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მემკ-ვიდრეობის ჯგუფების, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად აღიარებენ ამ ქვეყნებში;

• სხვადასხვარეგიონისაქტიორებსშო-რის ძლიერი, ინკლუზიური და მუდმი-ვი ქსელის შექმნა კულტურული მრა-ვალფეროვნების ხელშესაწყობად და პროპაგანდისთვის;

• ინტერკულტურული დიალოგის გა-მართვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს შორის სხვადასხვა კულტუ-რის ხალხებისადმი უფრო მეტი პატი-ვისცემის მისაღწევად

პროექტის პარტნიორები არიან:• ავსტრია–InterkulturellesZentrum;• კულტურულურთიერთობათაცენტრი

— კავკასიური სახლი, საქართველო; • მშვიდობისადა განვითარების აკადე-

მია, საქართველო;• ინტერკულტურულ კვლევათა საერ-

თაშორისო ცენტრი, განათლება და დიალოგი – სომხეთი;

• YUVA – აზერბაიჯანის ჰუმანიტარუ-ლი ცენტრი;

• ლიტვის არაფორმალური სწავლების

ასოციაცია.პროექტი განხორციელდება გუიმრიში,

გორისში, ალავერდი/ვანადძორში, ქუბა-ში, ლენკარანსა და ზაქათალაში და მათ მიმდებარე რაიონებში და, აგრეთვე, ქვე-მო ქართლის, აჭარისა და სამცხე-ჯავა-ხეთის დაბებსა და სოფლებში. ზემოთ ჩა-მოთვლილ რაიონებსა და საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის დედაქალა-ქებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების დასამყარებლად და მათი საქმიანობის მხარდასაჭერად, პროექტში ჩართულია ბაქო, თბილისი და ერევანი. საერთაშორი-სო კავშირები, განსაკუთრებით კი, ევრო-კავშირის წევრ სახელმწიფოებთან, მყარ-დება პროექტის პარტნიორი ქვეყნების, ავსტრიისა და ლიტვის დახმარებით.

პროექტის ფარგლებში მოხდება კულ-ტურის აქტიორთა ფართო და მრავალ-ფეროვანი ქსელის იდენტიფიცირება, მომზადება და გაძლიერება იმ მიზნით, რომ რელევანტურობა იქნას მოპოვებუ-

ლი ამ პროექტში ჩართული რეგიონებისა და ქვეყნების კულტურის განვითარების პროცესში. პროექტში ჩართული დაინ-ტერსებული მხარეების წყება მოიცავს, როგორც ადგილობრივ კულტურულ ინი-ციატივებსა და ორგანიზაციებს, ასევე სოციალურად დაუცველ კულტურულ/ეთ-ნიკურ ჯგუფებს.

აქტიორები ერთმანეთს სხვადასხვა დონეზე ხვდებიან (რეგიონულ, სახელმ-წიფო და საერთაშორისო დონეზე), რათა მომავალი კულტურული აქტივობების განსახორციელებლად შეიქმნას მდგრადი ქსელი და წინა პლანზე გადმოვიდეს კულ-ტურული მრავალფეროვნება. ამ მიზნით უკვე გაიმართა ორი ტრენინგი, ერთი – ეროვნული მასშტაბით და მეორე – რეგი-ონულ დონეზე, ქალაქ რუსთავში.

მედიისთვის განკუთვნილი სასწავლო/მოსამზადებელი კურსებისა და პიართან დაკავშირებული ღონისძიებების დახმა-რებით ქსელი უფრო გაძლიერდება, ეს კი მის საქმიანობას უფრო ხილვადს გახდის. ამას გარდა, შესაძლებელი იქნება მედიის წარმომადგენლების უშუალოდ ჩართვა ამ პროცესებში კულტურული მრავალფე-როვნების საკითხების უკეთ წარმოჩენის-თვის.

“თემის ხელოვნების განვითარებას”-თან დაკავშირებული საქმიანობა ზრდის ქსე-ლის ზეგავლენას და ამას ადგილობრივ დონეზე მიმდინარე თანამშრომლობაში ახალი აქტიორების ჩართვით ახერხებს. ტარდება სასწავლო კურსები კულტუ-რის მართვაზე. სათემო ან იგივე თემის ხელოვნება (Community art) შეიძლება განისაზღვროს, როგორც საქმიანობის შემოქმედებითი, არტისტული გამოხატვა, იგი მიმართულია სხვადასხვა საკითხის გადაჭრის შემოქმედებითი და არტისტუ-ლი მეთოდების გამოყენებით საშუალე-

ბებზე. თემს ეხმარებიან თემის ხელოვნე-ბასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებაში. ადილობრივი მოსახლეობა დაინტერესედება წარმოდგენებითა და კონცერტებით და უფრო აქტიურად იმოქ-მედებს თემის კულტურული ცხოვრების ასაღორძინებლად. ჩატარდება ფესტივა-ლებიც, რომელშიც აისახება კულტურის მრავალფეროვნება.

პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპ-ზე გათვალისწინებულია რეკომენდაცი-ების შემუშავება საზოგადოებრივი პოლი-ტიკის უკეთ წარმართვისთვის. პროექტის განხორციელება იწყება თემის საჭირო-ებების შეფასებით, შემდგომ ძლიერ-დებიან მოწინავე აქტიორები, ტარდება თემის ხელოვნებასთან დაკავშირებული ღონისძიებები და ამ ეტაპზე შემოდის ევროპული კომპონენტები, სასწავლო ტურებისა და ექსპერტების გაცვლითი პროგრამის სახით; და ბოლოს, მივდი-ვართ ფესტივალებისა და კონფერენცი-

ების ორგანიზებამდე. სამიზნე ჯგუფების საჭიროებები გათვალისწინებულია ყვე-ლა ეტაპზე და ინფორმაცია მიეწოდება გადაწყვეტილების მიმღებებს, რომლებიც ჩართული არიან საპროექტო საქმიანო-ბაში და, აქედან გამომდინარე, იცნობენ მონაწილე აქტიორებს და ურთიერთობენ მათთან.

CAUCULT – Caucasus Cultural Initiatives Network Building Bridges Through

Culture

CAUCULT is an international, intercultural project promoting local culture-related initia-tives that support ethnic, religious and cul-tural diversity across the South Caucasus.

Caucasus International University is in-volved in this project. Coordinator of ,,Re-search center of Multiculturalism’’ –George Davidoff represent center and working on straitening one of the member community of CAUCULT – Gardabani Community and supporting community art culture.

The unique cultural diversity was the strength of the Caucasus region through-out its history and resulted in an amazingly wide range of cultural expressions. Wars and conflicts of the past decades cast a shadow on the beauty and strength of this unique feature of the Caucasus. The aim of CAUCULT is to rediscover the cultural diversity in the Caucasus as a key to a creative, progressive and prosper¬ous de-velopment of the region. Communities in Armenia, Azerbaijan and Georgia are acti-vated and empowered through art events.

Furthermore, these activities encourage a mutual and vivid dialogue between various stakeholders representing different Cultura lbackgrounds.

Aims of the project are raise aware-ness about cultural diversity issues among soci¬eties in Armenia, Azerbaijan and Georgia. Support active participation of citizens in cultural activities, especially among groups with least recognized eth-nic, reli¬gious and cultural backgrounds. Establish strong, inclusive and long-lasting networks of cul¬tural actors from different areas to actively promote cul¬tural diversity. Develop intercultural dialogue between all relevant stake-holders to reach greater re-spect for people of different cul¬tural back-grounds.

Project Partners are: InterkulturellesZentrum,AustriaThe Centre for Cultural Relations – Cau-

casian House, GeorgiaAcademy for Peace and Development,

Georgia International Center for Intercultural Re-

search, Learning and Dialogue, ArmeniaYUVAHumanitarianCenter,AzerbaijanAssociation for Non-Formal Education

in Lithuania Central locations of the activities are

Gyumri, Goris, Alaverdi/Vanadzor, Quba, Lenkaran and Zaqatala and their sur-rounding regions, towns and villages as well as the areas Kvemo Kartli, Adjara and Samtskhe-Javakheti. In order to cre-ate tighter links between these provinces and the capitals, and to support their mu-tual acknowledgement, also Baku, Tbilisi andYerevanare included in theproject.International links – in particular with EU member states – are reached with the project partner countries Austria and Lith-uania.

The project identifies, trains and em-powers a broad and diverse network of cultural actors to gain relevance in the cul¬tural development of the involved regions and countries. The variety of in-

volved stakeholders reaches from local cultural initiatives and organizations up to disadvantaged cultural/ethnic groups.

These actors are brought together on dif-ferent levels (regional, national, internation-al) to form sustainable networks for future cultural activities and to promote cultural diversity. Media trainings and PR measures empower the Networks to increase the vis-ibility of their activities and to directly involve media representatives for better promotion of cultural diver¬sity issues.

“Community Art Development” activities increase the impact of the network by in-volving further actors in local coopera¬tion. Trainings on cultural management are car-ried out and communities are supported in organizing Community Art events. Artistic performances and productions will ac-tively engage the local population in order to revive cultural life as part of communal development. All this will result in national festivals focused on the diversity of cultural expressions.

Policy Recommendations for Cultural Diversity

The political level is addressed through-out the whole project – starting from the needs analyses on the communal level, through the empowerment of leading actors, implementation of community art actions, inclusion of the European components in the form of study visits and exchange with experts, up to national festivals and confer-ences. In all these ways, the needs of the target groups are consistently brought to the attention of political decision makers, who are directly involved in project activi-ties and so meet and exchange with other actors.

Page 7: 2012-2013 სასწავლო წელი #2(4)old.ciu.edu.ge/files/files/5_ Gazeti N3.pdf · #2(4) გვ. 2-4 ახალი ამბები გვ. 4-6 გვ. 7 გვ

7

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიინტერვიუ

— რა ცვლილებებს ითვალისწინებს განახლებული პროგრამები მედიცინის მიმართულებით?

— ახალი პროგრამა მედიცინაში მარ-თლაც განსაკუთრებულია. იგი ითვა-ლისწინებს საბაზისო და კლინიკური საგნების, თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების საინტე-რესო შერწყმას, რაც თეორიული ცოდ-ნის პრაქტიკაში რეალიზაციას უწყობს ხელს. ეს პროცესი დაწყებითი კურსე-ბიდან იწყება და შემდგომ კურსებზე აქტიურად გრძელდება.

მედიცინისა და სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამაში გათ-ვალისწინებულია კვლევის უნარ-ჩვე-ვების მოდული, რომლის მიზანია სტუ-დენტებს შეასწავლოს სამეცნიერო კვლევის რაობა და მნიშვნელობა; საჭი-რო სამეცნიერო ნაშრომების მოძიების, დამუშავების, კრიტიკული ანალიზის, კვლევის დაგეგმვის, მასალის შეგრო-ვების, გაანალიზების, სტატისტიკური დამუშავებისა და შედეგების გამოქვეყ-ნების მეთოდიკა, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტს დამოუკიდებლად კვლევის დაგეგმვის, შედეგების პრეზენტაციისა და კამათში მონაწილეობის ჩვევებისა და უნარის ჩამოყალიბებაში. მიღებული ცოდნა და გამომუშავებული კვლევითი უნარი სტუდენტს გაუადვილებს კლი-ნიკურ პრაქტიკაში თითოეული დაავა-დების არსის, მისი პროფილაქტიკისა და მკურნალობის სწორად და სიღრმი-სეულად გააზრებას, აგრეთვე უზრუნ-ველყოფს სამეცნიერო კვლევებსა და კონფერენციებში მის წარმატებით მო-ნაწილეობას.

პროგრამა, აგრეთვე ითვალისწინებს ზოგადი ინგლისურის კურსის დამთავ-რების შემდეგ, დარგობრივი ინგლისუ-

რის შესწავლას, რის გარეშეც შეუძლებ-ლად მიმაჩნია ამ სფეროში მოღვაწეობა და პროფესიული განვითარება.

სწორედ პროგრამის განსაკუთრებუ-ლობამ და ორიგინალურობამ განაპი-

რობა აკრედიტაციის პროცესის წარმა-ტებით დასრულება.

— რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პრაქტიკულ მეცადინეობას კსუ-ში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რა სიახ-ლეებია თქვენს ფაკულტეტ-ზე ამ მიმართულებით?

— კლინიკური უნარ-ჩვე-ვების ჩამოყალიბებას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს საბაზო სამედიცინო განათ-ლებაში. მის გამოსამუშა-ვებლად პრაქტიკულ კომ-პონენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პრაქ-ტიკული სწავლება ჩვენს უნივერსიტეტში დაწყებითი კურსებიდან იწყება, რაც სასწავლო პროცესს მეტ ინ-ტერესს სძენს და განაპირო-ბებს სტუდენტების ინტერე-სის გაღრმავებას სწავლის პროცესისადმი. უნივერ-სიტეტი თანამშრომლობს, ქვეყნის მასშტაბით, წამყვან, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სამედიცინო დაწესებულებებთან. ასეთი კონტაქ-ტები მუდმივად ახლდება. მაგალითად,

რამდენიმე თვის წინ ხელშეკრულება გაფორმდა კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქი-რურგიის ეროვნულ ცენტრთან”.

— უახლეს ხანებში განახლდა სტო-

მატოლოგიური ინვენტარი და გაიხსნა კაბინეტი ფანტომური სწავლებისათ-ვის, რა დამატებით შესაძლებლობებს

აძლევს ეს ჩვენს სტუდენტებს?— ეს ახალი კაბინეტი, მართლაც სა-

ამაყოდ იქცა ჩვენი სტუდენტებისათ-ვის. აქ ისინი გადიან წინაკლინიკურ საფანტომო კურსს, სადაც, თეორიულ მომზადებასთან ერთად, პრაქტიკული მუშაობის შესწავლა და დახვეწა ხდე-ბა. ამ მიზნით, ფანტომ-მულაჟები, სას-წავლო-სავარჯიშო მოწყობილობები და პლასტმასისა და ექსტრაგირებული (ამოღებული) კბილები გამოიყენება. სტუდენტები აუცილებელ უნარ-ჩვე-ვებს პაციენტთა მკურნალობის დაწ-ყებამდე ფანტომებზე, მულაჟებსა და მოდელებზე აითვისებენ და დაოსტატ-დებიან. ისინი, მასწავლებლის ხელმძ-ღვანელობით, მასთან ერთად და მისი მეთვალყურეობის ქვეშ ეჩვევიან კლი-ნიკურ აზროვნებას და ასრულებენ სი-ლაბუსით გათვალისწინებულ ყველა სამედიცინო პროცედურას, რაც დახვე-

წილი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გა-მომუშავების საუკეთესო წინაპირობაა. მინდა აღვნიშნო, რომ თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის, უდავოდ საუკეთესო პირობებია შექმნილი.

— რომელ ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან გაქვთ ურ-თიერთობა და რას ნიშნავს ეს უნივერსიტეტისთვის?

— სულ რამდენიმე თვეა უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი გაწევრიანდა საერთაშორისო სამედიცი-ნო განათლებისა და კვლე-ვის განვითარების ფონდ-ში – “FAIMER-IMED”-ში და მსოფლიო ჯანდაცვის ორ-განიზაციაში – “AVICENA”. კსუ-ს მედიცინის ფაკულტე-ტი მსოფლიოს საუკეთესო სამედიცინო სასწავლებლე-ბის ნუსხაშია. ეს საშულებას იძლევა მსოფლიოს ნების-მიერ ქვეყანაში მოიპოვონ ინფორმაცია კსუ-ს მედიცი-ნის ფაკულტეტისა და მისი პროგრამების შესახებ, რაც უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების მოზიდვისა და ჩამოსვლის მნიშვნელოვან წი-

ნაპირობას ქმნის.— რა კონკრეტული გეგმები გაქვთ

სამომავლოდ?

– სამომავლოდ მართლაც დიდი გეგ-მები გვაქვს. განსაკუთრებული ყურად-ღება დაეთმობა სწავლის პროცესის საერთაშორისო სტანდარტების დონე-ზე წარმართვას, არსებული სიახლეების დანერგვას.

გარკვეული პერიოდულობით იგეგმე-ბა ცნობილი ექიმების მოწვევა, რომლე-ბიც ლექციების სახით გააცნობენ ჩვენს სტუდენტებს მედიცინის უახლეს მიმ-დინარეობებს და მიღწევებს, აგრეთვე, მედიცინის არატრადიციულ მეთოდებს, რაც შექმნის პირობებს ჩვენი სტუდენ-ტების მრავალმხრივი განვითარებისთ-ვის. იგეგმება სხვადასხვა საინტერესო და საჭირო ტრენინგის გავლა, რომე-ლიც უზრუნველყოფს სტუდენტების პროფესიულ ზრდას და იგულისხმება, რა თქმა უნდა, სერთიფიკატების გაცე-მაც. ვგეგმავთ სტუდენტების ჩართვას კონკრეტულ სამეცნიერო კვლევებში.

მაია ბიწკინაშვილი: "კსუ-ში თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის,

უდავოდ საუკეთესო პირობებია შექმნილი"

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე უამრავი საინ-ტერესო სიახლეა. ამ საკით-ხებთან დაკავშირებით, გთავა-ზობთ ინტერვიუს მედიცინის ფაკულტეტის დეკან მაია ბიწ-კინაშვილთან.

Page 8: 2012-2013 სასწავლო წელი #2(4)old.ciu.edu.ge/files/files/5_ Gazeti N3.pdf · #2(4) გვ. 2-4 ახალი ამბები გვ. 4-6 გვ. 7 გვ

8

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიინტერვიუ

ინტერვიუ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის

დირექტორ ნათია ზაალიშვილთან— ცესკოსა და კავკასიის საერთაშორი-

სო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთა-ნამშრომლობის მემორანდუმი გაფორმ-და. სტუდენტებში სამოქალაქო შეგნების გააქტიურების იდეა ცესკოს ეკუთვნის თუ ადაპტირებული მეთოდია?

— ცენტრალური სააჩევნო კომისიის საქმიანობის პრიორიტეტი გახლავთ არა მხოლოდ არჩევნების ორგანიზება და ტექ-ნიკური პროცედურებით დაკავება, არა-მედ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევ-ნების შემდგომ პერიოდში, სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად, რიგი ღო-ნისძიებების აქტიურად განხორციელება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გახლავთ ახალგაზრდა ამომრჩევლების (განსაკუთრებით იმ ამომრჩევლების, რომლებიც პირველად იღებენ მონაწილე-ობას არჩევნებში) ინტეგრაციის ხელშეწ-ყობა საარჩევნო პროცესში, საარჩევნო კულტურის განვითარების ხელშეწყობა, სტუდენტების პრაქტიკული და პროფე-სიული უნარ-ჩვევების დახვეწა. აქედან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2010 წელს საქართველოში აკ-რედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებ-ლო დაწესებულებებთან მემორანდუმი გა-აფორმა. 2010 წლიდან თანამშრომლობის არეალი გაფართოვდა და დღესდღეობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე 17 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.

2012 წელს ერთ-ერთი ასეთი პარტნი-ორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსი-ტეტი გახდა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ სწორედ კავკასიის საერთაშორისო უნი-ვერსიტეტთან განხორციელდება ახალი პროგრამა პილოტის სახით, რომელიც ითვალისწინებს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებისთ-ვის საარჩევნო სამართლის სასწავლო კურსის დანერგვას.

მემორანდუმის ფარგლებში მუშაობს იურიდიული კლინიკა, რომელიც უშუ-ალოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში ფუნქციონირებს. იურიდიულ კლინიკაში თითოეული პარტნიორი უნი-ვერსიტეტის ჩართვა რიგითობის გათვა-ლისწინებით მოხდება.

კლინიკის თავისებურება გახლავთ ის, რომ იგი ფოკუსირებულია უფრო მეტად პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარე-ბაზე, პრაქტიკულ მეცადინეობაზე, სტუ-დენტებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ თითოეული დეპარტამენტის საქმიანო-ბას, შეხვდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, დაუსვან მათთ-ვის საინტერესო კითხვები, მოაწყონ იმი-

ტირებული კენჭისყრა.სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გაი-

არონ სტაჟირება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მათ შეუძლიათ ღია კონკურ-სის წესით სწავლების პერიოდში დაგრო-ვილი ცოდნის დემონსტრირება. პროგრა-მიდან გამომდინარე ბევრი სტუდენტი გა-მარჯვებულად გამოცხადდა სტაჟირების კონკურსზე და დღეს უკვე დასაქმებულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ჩა-აბარონ საარჩევნო ადმინისტრაციის მო-ხელის სერთიფიცირების გამოცდა და, სერთიფიკატის დახმარებით, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმდ-ნენ.

სტუდენტები მიღებულ ცოდნას ავითა-რებენ ისეთ მნიშვნელოვან პროექტში მო-ნაწილეობით, როგორიც არის სტუდენტუ-რი დებატ-კლუბი. აღნიშნული ინიციატი-ვა ეკუთვნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ ხარატიშვილს. დებატ-კლუბი ითვალისწი-ნებს, როგორც იურიდიული, ასევე ჟურ-ნალისტიკის სპეციალობის სტუდენტების ჩართვას სხვადასხვა თემებზე მოწყობილ დისკუსიებში.

სტუდენტები განივითარებენ ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, როგორიც არის: დისკუსიის წარმოება, გუნდური მუ-შაობა, სხარტი აზროვნება, სხვისი აზრის პატივისცემა, კორექტულობა დებატების წარმოების დროს და სხვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროექტი მიზნად ისახავს ისეთი ამოცა-ნების განხორციელებას, როგორიც არის საარჩევნო კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდების მოტივირე-ბა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, თვითრწმენის განმტკიცება იმასთან და-კავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელო-ვანია თითოეული ახალგაზრდის როლი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში.

— როგორც აღნიშნეთ, უკვე 17 უმაღ-ლეს სკოლასთან თანამშრომლობთ. იგეგ-მება თუ არა კიდევ უფრო მეტი უნივერსი-ტეტის ჩართვა პროექტში და არის თუ არა დაინტერესება მათი მხრიდან?

— დაინტერესება ნამდვილად ძალიან დიდია. პოზიტიურმა დინამიკამაც მიგვიყ-ვანა იმ შედეგამდე, რომ თუკი 2010 წელს გვყავდა 13 პარტნიორი უნივერსიტეტი, დღეს მათი რიცხვი 17-მდე გაიზარდა.

ძირითადად ყველა მოქმედი აკრედიტე-ბული უნივერსიტეტი არის ჩვენი პარტ-ნიორი. მემორანდუმი, მოთხოვნების შე-საბამისად, ხელმოსაწერად არის ღია და ყველა დაინტერესებულ აკრედიტებულ

უნივერსიტეტს შეუძლია თანამშრომლო-ბა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ვფა-რავთ არა მხოლოდ თბილისში მოქმედ აკრედიტებულ უნივერსიტეტებს, არამედ ფართო ქსელი გვაქვს გაშლილი საქართ-ველოს რეგიონებში. საქართველოს ყვე-ლა რეგიონში მოქმედი უნივერსიტეტების სტუდენტები ამ კურსის მონაწილენი და თანამოზიარენი არიან.

— როგორც ვიცით, ცესკოს მიერ შე-მოთავაზებული საგანი, კრედიტ-კურსის სახით, სამართლისა და ჟურნალისტიკის სასწავლო პროგრამაში ჩაჯდება. ორივე სპეციალობის სტუდენტებისთვის ერთი და იგივე საგანია მომზადებული თუ დარ-გის სპეციფიკიდან გამომდინარე აქცენ-ტები განსხვავებულად ნაწილდება?

— ბუნებრივია, მათი სპეციფიკისა და სწავლების ზოგადი კურსის თავისებუ-რებების გათვალისწინებით, დაინერგება სწავლების კურსი. პოლიტოლოგიის ფა-კულტეტის სტუდენტებისთვისაც დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით შევარ-ჩევთ მასალას.

მთავარი საკითხები, რის გარშემოც და-ლაგდება სასწავლო სილაბუსი გახლავთ: არჩევნები, საარჩევნო სისტემა და მასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. რაც შე-ეხება სპეციფიკას, იურისტებისთვის აბ-სოლუტურად სხვა სასწავლო სილაბუსია შემოთავაზებული და ჟურნალისტებისთ-ვის — განსხვავებული. ამ შემთხვევაში ყურადღებას ვამახვილებთ არჩევნების ინფორმაციულ თავისუფლებაზე, იმ უფ-ლება-ვალდებულებებზე, რაც მედიას აკისრია არჩევნების გაშუქებასთან და-კავშირებით, კონკურენტუნარიანი გარე-მოს შექმნასთან მიმართებით. ჟურნალის-ტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის აქცენტი კეთდება იმ საკითხებზე, რო-მელიც უკავშირდება მედიის, როგორც ამომრჩევლისთვის ინფორმაციის მთავა-რი წყაროს, ფუნქციასა და დატვირთვას.

— წინა წლებში განხორციელებული მსგავსი პროექტები რა შედეგებით დას-რულდა?

— მემორანდუმის თანამშრომლობის არეალისა და თანამშრომლობის მსურვე-ლი უნივერსიტეტების ზრდა იმის მანიშნე-ბელია, რომ სტუდენტებს საგანი ძალიან აინტერესებთ. პირველადი სწავლება და იმპლემენტაცია მოხდა შემდეგი ფორმა-ტით: ცენტრალური საარჩევნო კომისია და უშუალოდ ჩვენი კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები მივიდნენ უნივერსი-ტეტებში, წარმოადგინეს პრეზენტაციები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელ-თა სწავლებასაც ვფიქრობდით. უამრავმა სტუდენტმა გადაწყვიტა ამ საგნის არჩევა.

კიდევ უფრო მეტად გაიზარდა სტუ-დენტების რაოდენობა მას შემდეგ, რაც ამ პროექტის იმპლემენტაცია მოხდა. წარმატების მანიშნებელია სტუდენტების რაოდენობის ორჯერ გაზრდა 2011-2012 წლებში. მთავარი შედეგი არის ის, რომ სტუდენტები, რომლებმაც გაიარეს სას-წავლო კურსი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე სტაჟიორები არიან. მათ წარმატებით გაიარეს საარჩევნო ადმინის-ტრაციის სერთიფიცირების გამოცდა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ არჩევნების დღეს პროექტში “ცხელი ხაზი” სწორედ ეს სტუდენტები ჩაერთნენ. მათი ვალდე-ბულება იყო ამომრჩევლისთვის გაეცათ კვალიფიციური პასუხი დასმულ კითხვა-ზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, საპასუხისმგებლოა. იგი სტუდენტებს ნდობას უცხადებს, ასაქმებს და პირდაპირ აკავშირებს ამომ-რჩეველთან.

— ხომ არ გეგმავთ მცირეფორმატიან სემინარებსა და ტრენინგებს სხვა ფაკულ-ტეტების სტუდენტებისთვისაც?

— მემორანდუმის შესაბამისად, სწავ-ლება ხორციელდება ერთი სემესტრის ხანგრძლივობით, რაც მოიცავს ოთხთ-ვიან სწავლების პერიოდს. მემორანდუმის გაფორმებისას გამოითქვა საინტერესო წინადადება იმის თაობაზე, რომ განხორ-ციელდეს ხანმოკლე სწავლების კურსები. ჩვენ ამაზე ვფიქრობთ და, სავარაუდოდ, მალე შევძლებთ მის განხორციელებაზე ზრუნვას.

— სამომავლოდ რა სიახლეები იგეგმება?— მემორანდუმის ფარგლებში, მონაწი-

ლე უნივერსიტეტებისთვის ძალიან ბევრი სიახლის შემოტანა გვინდა. უახლოეს პე-რიოდში სტუდენტებისთვის ღია კონკურ-სების მოწყობას ვგეგმავთ.

ამ ეტაპზე, მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალზე ჟურნალისტი სტუდენტე-ბის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების პრეზენტაცია მოეწყო. მათ მიეცათ თემა: “რატომ უნდა წავიდე არჩევნებზე?”- სტუ-დენტებმა თვითონვე გასცეს პასუხი ამ ძალიან აქტუალურ კითხვას.

ვაპირებთ ესსეების კონკურსისა და ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობას, რომელიც ამ ეტაპისთვის უკვე პროექ-ტად არის ჩამოყალიბებული და ითვალის-წინებს ე.წ. საინფორმაციო “ფაზელის” მოწყობას ღია ცის ქვეშ. ნიუანსები ცოტა ხანში გახდება ცნობილი. იქნება ძალიან სახალისო, მეორე მხრივ ინფორმაცი-ული და ამ პროექტის განხორციელებას უშუალოდ სტუდენტების ჩართვის გზით ვგეგმავთ.

მარიამ ჯავახიშვილი

Page 9: 2012-2013 სასწავლო წელი #2(4)old.ciu.edu.ge/files/files/5_ Gazeti N3.pdf · #2(4) გვ. 2-4 ახალი ამბები გვ. 4-6 გვ. 7 გვ

9

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტითვალსაზრისი

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ახალი სტრატეგიასამოქალაქო საზოგადოება, მის წინაშე არსებული

გამოწვევები, სირთულეები და განვითარების სტრა-ტეგია — ეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსი-ტეტში გამართული დისკუსიის მთავარი თემებია. სტუდენტების შეკითხვებს ჟურნალისტი, ალეკო ელი-საშვილი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე პასუხობდნენ. შეხვედ-რა სახალხო უნივერსიტეტის გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კავკასიის სა-ეთაშორისო უნივერსიტეტის, ინოვაციებისა და სტრა-ტეგიული განვითარების დეპარტამენტის ინიციატი-ვით მოეწყო.

დისკუსია დინამიურად წარიმართა. სტუდენტების კითხვები სამოქალაქო სექტორის დღევანდელ მდგო-მარეობას, მის განვითარებაში მედიის როლს, საზოგა-დოების დამოკიდებულებას, არსებულ პრობლემებსა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებს ეხებოდა. შე-საბამისად, კითხვა-პასუხის, დისკუსიისა და კამათის პროცესში გამოიკვეთა ის ძირითადი ტენდენციები, რაც რეალურად აფერხებს საქართველოში სამოქალა-ქო სექტორის პროგრესს და შემუშავდა სტრატეგია მისი შემდგომი განვითარებისათვის.

თავდაპირველად სასურველია შევთანხმდეთ, რომ “სამოქალაქო საზოგადოება, ეს ოგანიზებული საზო-გადოებრივი ცხოვრების სფეროა, რომელიც ნებაყოფ-ლობითია, თვითწარმოქმნადია, თვითგანვითარება-დია, სახელმწიფოსგან ავტონომიურია და შეკრულია საკანონმდებლო წესრიგით ან გაზიარებულ წესთა ერთობლიობით” (Larry Diamond). არასწორია, ტერ-მინის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიგივება, რაც ხშირად ხდება ქართულ რეალობაში.

დისკუსია აღნიშნული პრობლემის განხილვითა და დამკვიდრებული შეხედულების უარყოფით დაიწ-ყო. “სამოქალქო საზოგადოება არის ყველა, ვისაც შეუძლია იბრძოლოს თავისუფლებისათვის ან მხარი დაუჭიროს სხვას. ეს არის თვითორგანიზებული ჯგუ-ფი, რომელსაც აქვს ძალა შეცვალოს ის, რაც არ მოს-წონს”. ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არასწორია სოციუმის ამგვარი დაყოფა, თითქოს არ-სებობს სამოქალაქო და კიდევ სხვანაირი საზოგადო-ება. ზვიად ქორიძის განმარტებით, ეს მიდგომა მემ-კვიდრეობით საბჭოთა კავშირისგან გვერგო, როცა არსებობდა 200-მდე წარმომადგენლობითი ორგანი-ზაცია და მხოლოდ ისინი ითვლებოდნენ სამოქალაქო აქტივისტებად. საზოგადოებას დიდი ხნის განმავლო-ბაში მიაჩნდა, რომ რამდენიმე კაცის საყვირალი და გასაკეთებელია ის, რაც რეალურად ყველას ეხება. შეცდომა საბოლოოდ ყველამ გააცნობიერა, რისი და-დასტურებაც სტუდენტების მასშტაბური აქციები და შედეგად გადამდგარი შსს-ს მინისტრია.

სწორედ ამ გამოღვიძების პროცესს ეხებოდა შემ-დეგი კითხვა — რატომ თვლემდა აქამდე სამოქალაქო საზოგადოება და რამ გამოიწვია მისი გააქტიურება? ალეკო ელისაშვილის განმარტებით, საზოგადოებას თანდათან აევსო მოთმინების ფიალა. ყველა მიხვდა, რომ საჭირო იყო ცვლილებები და ამ ცვლილებების-თვის არ კმარა ტელევიზორთან მოკალათება, საჭი-როა მოქმედება, გამოსვლა... თითოეულმა მოქალა-ქემ გააცნობიერა, რომ ისაა მთავარი პერსონა და მან უნდა შეცვალოს... ამ პროცესებისთვის კი არ არის საჭირო მხოლოდ აქციები. პროტესტის ერთ-ერთი სა-უკეთესო საშუალებაა გამოფენა, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან ხმამაღალი და შედეგიანი”.

დღეს ჩვენს მთავარ გამოწვევას, გამოღვიძებული საზოგადოების შენარჩუნება და განვითარება წარ-მოადგენს. დისკუსიის პროცესში გამოიკვეთა კიდეც ის ძირითადი ტენდენციები, რაც ხელს შეუწყობს სა-მოქალაქო სექტორის პროგრესს:

თავისუფალი სასამართლო და კანონმორჩილება

ალეკო ელისაშვილის განმარტებით, განხორციელე-ბული პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, საზოგა-დოების წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა, თავისუ-ფალი სასამართლოს მოპოვებაა. სწორედ, ამ პროცე-სის შემდეგ დაედება ფასი სამოქალაქო აქტივობას, მაშინ, როცა ყველას შეეძლება დაიცვას საკუთარი უფლებები, როცა ყველა დაიწყებს საკუთარ თავზე მუშაობას და გახდება კანონმორჩილი მოქალაქე. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება პატივისცემა იმ ელემენტარული წესრიგის მიმართ, რაც მოითხოვს ქალაქის სისუფთავის, საგზაო და საფეხმავლო წესე-ბის დაცვას...

ინფორმაციის გავრცელება, თვითორგანი-

ზება და მოქალაქეების

აქტივობა

სამოქალაქო აქტივო-ბის მთავარი ბერკეტი ინფორმაციის გავრცე-ლება, კომუნიკაციაა. ეს პროცესი განსაკუთრე-ბით მარტივია ჩვენს ინ-ფორმაციულ საუკუნეში, როცა ნებისმიერი სიახ-ლის გაგება უმოკლეს დროში შეიძლება. ამას გარდა, პროცესი მოით-ხოვს საზოგადოების ინ-ტერესსაც. აქტიური მო-ქალაქე კი არ უნდა ელოდებოდეს, არამედ თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული და ჩართული ყველა პროცესში. როგორც ზვიად ქორიძე განმარტავს, სა-მოქალაქო საზოგადოებას არ უნდა უჩნდებოდეს კით-ხვები: ვინ იწყებს კამპანიას? ვინ მიაწვდის ინფორმა-ციას? ვინ უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებას? კვებას?... მთავარი უნდა იყოს მიზანი, წინააღმდეგო-ბის მომენტი, რომელიც უნდა გაუწიოს მოქალაქემ ნეგატიურ პროცესებს. სწორედ, ამას გულისხმობს თვითორგანიზება. სრულებითაც არაა საჭირო რაიმე წესდების, პროექტების წერა, ეს გაცილებით მარტი-ვია და მხოლოდ პიროვნების ჩართულობას მოით-ხოვს. მოქალაქე არ უნდა გაემიჯნოს პროცესს. ეს ჩემი საქმე არ არის, ჩემ მაგივრად სხვა მოაგვარებს — არასწორი მიდგომაა. აქტიურია ის, ვინც მივა არ მოისვენებს. მთავარია, წინააღმდეგობის მომენტი, რომელიც საზოგადოებამ ყოველთვის უნდა გაუწიოს არასასურველ რეჟიმს.

ზვიად ქორიძის შეფასებით, საქართველოში არასამ-თავრობო სექტორი, პქოფკავშირები, რაღაც ფორმით თავის ადგილზეა, თუმცა ყველაზე მთავარი მოსახლე-ობის თვითორგანიზების უნარია. ამისთვის აშშ-ში სა-თემო სერვისები არსებობს, რაც ნიშნავს, რომ მიუხე-დავად პირადი პრობლემებისა, ოჯახისა, სამსახურისა და დაღლილობისა, მაინც არსებობს ენერგია და ძალა იმისთვის, რომ მოქალაქეები საერთო ინეტერესების მიხედვით შეკავშირდნენ, ითანამშრომლონ, შექმნან დაინტერესებულთა ჯგუფები, რომლებიც იზრუნე-ბენ ქალაქის, უბნის დასუფთავებაზე, თავისივე სახ-სრებით მიუსაფართა დახმარებაზე და ა.შ. ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება გამორიცხავს სტერეოტი-პული NGO-ებისა და პროფკავშირების არსებობას, რომელთაც არანაირი ექსკლუზივი არ გააჩნიათ სამო-ქალაქო სექტორზე.

მედიის ჩართულობა სამოქალაქო აქტივობებში

ჟურნალისტის ერთადერთი პარტნიორი არის მოქა-ლაქე. როდესაც მედია და საზოგადოება არიან პარტ-ნიორები, სამოქალაქო სექტორი არის მეტად ძლიერი. სად არის ზღვარი ჟურნალისტებსა და სამოქალა-ქო საზოგადოებას შორის? ამ კითხვაზე საპასუხოდ ზვიად ქორიძემ ანა პოლიტკოვსკაიას მაგალითი მოიყ-ვანა, რომელიც ჩეჩნეთში განვითარებულ მოვლენებ-ზე, რუსეთის ფედერალური ძალების აღვირახსნილ მოქმედებებზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე “ნოვაია გაზეტაში” წერდა. ის, ჟურნალისტური სტა-ტიების გამოქვეყნების გარდა, ეხმარებოდა ხალხს, ინტერესდებოდა მათი ისტორიების გამოძიებით... ეს იყო სამოქალაქო აქტივიზმი, რომელიც ემყარებოდა ჟურნალისტიკას. პოლიტკოვსკაია ამ საქმიანობის გამო გახდა მიუღებელი ხელისუფლებისთვის. მთავა-რი ის არის, რომ ამ პროცესებში მას არ დაუკარგავს მიუკერძოებლობის გრძნობა. ის, როგორც მოქალაქე და ჟურნალისტი, ითხოვდა სამართლიანობის აღდ-გენას, ბოლომდე მიჰყვებოდა წამოწყებულ საქმეს და იბრძოდა სიმართლისთვის. აქედან გამომდინარე, არასწორია გავმიჯნოთ სამოქალაქო საზოგადოება და ჟურნალისტი. მთავარი მოთხოვნა არის მხოლოდ ის, რომ მედიამ არ დაკარგოს ობიექტურობა.

ხელისუფლება, თავისუფალი ბიზნესი და სამოქალაქო

საზოგადოება

სამოქალაქო სექტორის განვითარება არ უნდა და-ვუკავშიროთ სტერეოტიპული არასამთავრობოების,

პროფკავშირების არსებობას. როგორც ზვიად ქო-რიძე განმარტავს, თავისუფალი მოქალაქეები, თავი-სუფალი ბიზნესი ქმნის სამოქალაქო საზოგადოებას. საქართველოში ამ უკანასკნელის დეფიციტია. “თუ ამერიკის ისტორიას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ იქ ბიზნესი ძლიერი სამოქალაქო პათოსმა გახა-და. იქ ბიზნესი თავისუფალმა მოქალაქეებმა დაიწყეს, მთავრობის ჩარევის გარეშე. ნამდვილი მოქალაქეები არიან ისინი, ვინც წინააღმდეგობას უწევენ მათთვის მიუღებელს. მაგალითად, გერმანიაში მოსახლეობამ უზარმაზარი ატომური ელექტროსადგურის მშენებ-ლობა შეაჩერა. ამის მიზეზი გამოხატვის თავისუფ-ლებაა. იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში კითხვის ნიშნები და წინააღმდეგობა არ არსებობდა, მიხეილ სააკაშვილმა უმოკლეს დროში შეძლო ყველა პროექ-ტის განხორციელება”. აუცილებელია საზოგადოება იყოს მგრძნობიარე. წინააღმდეგ შემთხვევაში მისით აუცილებლად იხელმძღვანელებს ხელისუფლება და გააკეთებს იმას, რაც უნდა. ახალი მთავრობის არჩე-ვისას არ უნდა არსებობდეს ისეთი განწყობა, თითქოს საზოგადოება თავის პასუხისმგებლობას იხსნის. პი-რიქით, ის უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული პოლი-ტიკურ ცხოვრებაში, უფრო მეტად უნდა იყოს ჩართუ-ლი თვითმმართველობაში. აქტიურმა საზოგადოებამ არ უნდა მისცეს მთავრობას მოდუნების საშუალება. ეს არის სამოქალაქო სექტორის მთავარი ფუნქცია.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების წინაპირობა

გარდა თავისუფალი მედიისა, ბიზნესისა და სასა-მართლოსი სამოქალაქო სექტორის განვითარებისთ-ვის ქართულ მოსახლეობას არსებული სტერეოტიპე-ბის, შეხედულებების დავიწყება და, რაც მთავარია, განათლება სჭირდება. პირველი ნაბიჯი ჩვენს მენ-ტალობაში ღრმად ფესვგადგმული ანდაზების მო-შორებაა, რომლითაც ხშირად ვხელმძღვანელობთ ხოლმე, თანაც ყველაზე შეუფერებელ მომენტებში. სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის, პირველ ეტაპზე, უნდა დავივიწყოთ, რომ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია, რომ ჯერ თავი უნდა გვახსოვდეს, მერე სხვა... აუცილებელია დავივიწყოთ შიში და სიზარმაცე. უმ-ნიშვნელოვანესია სოლიდარობა და გვერდში დგომა, რის გარეშეც პროგრესი შეუძლებელია. სამოქალაქო კულტურის დეფიციტის მიზეზი განათლების შესაბა-მისი დონის არარსებობაა. ასევე, ის შეხედულებები, რომლებიც გვაიძულებს ვერ ვხედავდეთ ვერაფერს საკუთარი თავის, სახლებისა და საქმეების გარდა. “საჭიროა ყველამ გააცნობიეროს, რომ ქვეყანაში მიმ-დინარე პროცესები თითოულ მოქალაქეზე ნაწილდე-ბა”. სამოქალაქო სექტორის განვითარება კი თითო-ეულმა პიროვნებამ საკუთარი თავით უნდა დაიწყოს.

დისკუსიის პროცესში გამოკვეთილი ეს ტენდენცი-ები, მათი გააზრება, გათვალისწინება და განხორცი-ელება ლიბერალური ღირებულებების მატარებელი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მთავარი საშუალებაა. პროცესში ჩართული უნდა იყოს ყვე-ლა, განუჩევლად სქესისა და ასაკისა. ამ უკანასკნე-ლის პროპაგანდას ისახავდა მიზნად კავკასიის საერ-თაშორისო უნივერსიტეტში გამართული დისკუსია, რომლის საშუალებითაც სტუდენტები სწავლობენ კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების პატი-ვისცემას, თავისუფალი განვითარების უპირატესო-ბას, ტოლერანტობას და მათივე როლს ამ ყველაფრის შემცველი, დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბებაში.

ლია ზამბახიძე

Page 10: 2012-2013 სასწავლო წელი #2(4)old.ciu.edu.ge/files/files/5_ Gazeti N3.pdf · #2(4) გვ. 2-4 ახალი ამბები გვ. 4-6 გვ. 7 გვ

10

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიინტერვიუ

— განსხვავდება თუ არა ერთმანე-თისგან ძველი და ახალი თვითმმართ-ველობა?

— თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძველი და ახალი თვითმმართველო-ბა. ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. მე, როგორც საპატიო წევრი, გადმოვედი ახალ თვითმმართ-ველობაში და ორივეს მუშაობის სპე-ციფიკას ვიცნობ.

— რა ხარვეზები იყო ყოფილ თვით-მმართველობაში?

— არ ვიყავით აქტიურები, ამასთან სტუდენტთა მხრიდან დაინტერესე-ბაც ნაკლები იყო.

— გაითვალისწინებს თუ არა ამ შეცდომებს ახალი თვითმმართველო-ბა?

— უკვე ითვალისწინებს. ჩვენ ვცდი-ლობთ, რომ სტუდენტები ამა თუ იმ ღონისძიების შესახებ მაქსიმალურად

ინფორმირებულები იყვნენ და მათთ-ვის საინტერესო აქტივობაში მონაწი-ლეობის მიღების საშუალება მიეცეთ.

— რამდენად აქტიურად არიან ჩარ-თულები სტუდენტები თქვენ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში?

— ამ სემესტრში ცოტა დრო გვქონ-და იმისთვის, რომ უფრო მეტი ღო-ნისძიება მოგვეწყო, თუმცა, რაც უკვე ჩატარდა, ძალიან საინტერესო გამოდგა ჩვენი უნივერსიტეტის სტუ-

დენტებისათვის და ისინიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას.

— ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პა-სიურობა თვითმმართველობის წევ-რების და არა სტუდენტების ინერტუ-ლობით იყო გამოწვეული?

— აქ შეიძლება ითქვას, რომ ინერ-ტული ორივე მხარე თანაბრად იყო, რადგან გარკვეული ღონისძიებების მიმართ სტუდენტები აშკარა ინტე-რესს ამჟღავნებდნენ და ერთვებოდ-ნენ პროცესში, დანარჩენ შემთხვე-ვებში კი — არა.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაშინ სტუდენტთა რაოდენობა 600-სს აღწევდა, ახლა კი — 1600-სს უდ-რის. წინა თვითმმართველობამ უნი-ვერსიტეტისთვის ბევრი რამ გააკე-თა, რაც დასაფასებელია და გიორგი თელიაშვილს ამ დამსახურებას ვერ

დავუკარგავ.— რა ღონისძიებები იგეგმება უახ-

ლოეს მომავალში? — ჩავატარეთ ჯგუფხელების კრე-

ბა, სადაც სტუდენტებს ვთხოვეთ მოეწოდებინათ ჩვენთვის თავიანთი იდეები. წინასწარ ვერ გავამხელ ყვე-ლა ღონისძიების იდეას. ამ სემესტრ-ში ვაკეთებთ კონკურსს პოეტებისთ-ვის და ვმართავთ წვეულებას ღამის კლუბში.

— რა თანხა გამოყო უნივერსიტეტ-მა თვითმმართველობისთვის?

— ჩვენი უნივერსიტეტი კერძოა. კონკრეტული თანხა თვითმმართვე-ლობისთვის არ არის გამოყოფილი. იწერება 1 წლიანი გეგმა, სადაც უნდა დავწეროთ ამა თუ იმ ღონისძიებას რა თანხა სჭირდება. უნივერსიტეტის ად-მინისტრაცია განიხილავს ჩვენ მიერ შეთავაზებულ გეგმებს და შემდეგ ფინანსებს გამოყოფს. მინდა ავღნიშ-ნო ისიც, რომ უნივერსიტეტის ხელმ-ძღვანელობა ყოველთვის ითვალისწი-ნებს სტუდენტების ინტერესებს და მაქსიმალურად გვეხმარება.

— რამდენად ერთსულოვანია

თვითმმართველობა და ხომ არ გაქვთ რაიმე უთანხმოება?

— აზრთა სხვადასხვაობა არის, რაც გვეხმარება ხარისხიანი ღონისძიებე-ბის კეთებაში. რაც შეეხება უთანხმო-ებას, არ დავმალავ, იყო გარკვეული საკითხები, სადაც შეთანხმება რთუ-ლი გახდა, მაგრამ ახლა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ.

— ახლახან ინტელექტუალური თა-მაში “რა, სად, როდის?” ჩატარდა, რას გვეტყვით იმ მითქმა-მოთქმასთან და-კავშირებით, რაც მას მოჰყვა და კი-დევ იგეგმება თუ არა მისი ჩატარება?

— შარშან და იმის წინაც გამოითქვა ეჭვი, რომ თამაში “ჩაწყობილი” იყო. ყველაფერი გაცილებით მარტივადაა — კითხვები ინტერნეტიდან იყო, შე-საბამისად, არც მე და არც თვითმმარ-თველობის დანარჩენმა წევრებმა, არ ვიცოდით კითხვების შინაარსი.

არა მარტო გამარჯვებული გუნდი, არამედ სხვა გუნდებიც ვარჯიშობდ-ნენ ინტერნეტში მსგავს კითხვებზე, უბრალოდ ეს გუნდი აღმოჩნდა ამ შემთხვევაში უკეთესად მომზადებუ-ლი.

“რა, სად, როდის?” მომავალშიც ჩატარდება და ყოველგვარი მითქ-მა-მოთქმის თავიდან ასაცილებლად, ყველაფერი მაქსიმალურად გამჭვირ-ვალედ ჩაივლის. სტუდენტებს კითხ-ვებთან შეხება არ ექნებათ. მათს შედ-გენასა და მოძიებას ადმინისტრაციას ან რამდენიმე ლექტორს ვთხოვთ.

— და ბოლოს, როგორც უნივერსი-ტეტის თვითმმართველობის თავმჯ-დომარე, რას ეტყვით სტუდენტებს?

— ყველა ძალიან მიყვარხართ და უარს დახმარებაზე არასოდეს გეტყ-ვით, არც მე და არც თვითმმართვე-ლობის დანარჩენი წევრები.

ესაუბრა მარიამ ოლქიშვილი

მაკა ნაცვლიშვილი: “ძალიან მიყვარხართ და უარს დახმარებაზე

არასოდეს გეტყვით!”კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტუ-

რი თვითმმართველობის შემადგენლობა შეიცვალა. გთავა-ზობთ ინტერვიუს თვითმმართველობის ახალ თავმჯდომა-რესთან, მაკა ნაცვლიშვილთან.

Page 11: 2012-2013 სასწავლო წელი #2(4)old.ciu.edu.ge/files/files/5_ Gazeti N3.pdf · #2(4) გვ. 2-4 ახალი ამბები გვ. 4-6 გვ. 7 გვ

11

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიშემოქმედება

ფშავი

ჰე ფშავის მკვიდრნო,ხალხნო ვაჟკაცნომებრძოლნო გულით, სულითამე თქვენთან ყოფნა მწადიანთქვენთან ღრეობა, პურობა.მე მინდა თქვენთან ერთადა,არაგვის პირას ვიმღერო,საღამოს ერთად ჩამოვჯდეთ,ფშაველთ გმირები ვიხსენოთ,მოვყვეთ ფშაველას ლექსებისიამაყით და ქებითა,დიდება ვუთხრათ უფალსა,ვილოცოთ მუხლმოდრეკილმა,ხოლო მშვიდობა სამშობლოსვუსურვოთ ფშავის მხარიდან.

იქ, სადაც მხოლოდ სიხარულია

ჩემს სამყაროში ცხოვრება სხვააყველგან სიცოცხლე, სიხარულია,ჩემს სამყაროში ბოროტი მოკვდა,ახლა კი მხოლოდ სიყვარულია. სხივთა ელფერი დილით იღვიძებს,ქვეყანას ნათელ ფერებად აქცევს,დილის ნიავი თბილი შეხებითგარემოს ცოცხალ სოფელად აქცევს. ადამიანთა ნათელი სახეერთმანეთს ავსებს და ალამაზებს,ყველა სითბოთი ათრობს ერთმანეთსდა სიყვარულის გრძნობა იღვიძებს.

ჩემი სამყარო არის ოცნებააუხდენელი, თან საოცარი,იმედი მაინც არის სულ ერთი –იქცეს სამყარო უფრო ნათელი.

ვიღაცამ ლოდი დაადო

ჩემს გულს

ოხ, ეს სიმძიმე როგორ მაწვება.გული ვერ იტანს ამხელა ტკივილს,ფეთქვას უხშირებს, ტანჯვას ვერ უძლებს,ვიღაცამ ლოდი დაადო ჩემს გულს. სისხლი ჩერდება, გუბედ იქცევაგზა ჩაუკეტეს, გულს ვეღარა რწყავს,სიმშრალით ხვნეშის, ვეღარ მოძრაობს,ვიღაცამ ლოდი დაადო ჩემს გულს. ოხ, რა მძიმეა ეს ბოლო წუთი,სიცოცხლე სიკვდილს არ უშინდება,ვიღაცამ ლოდი დაადო ჩემს გულს,მისი ამწევი არავინ არ ჩანს.

დახურეთ კარი..

დახურეთ კარი, მალე დახურეთ, გულს ჩაუკეტეთ ყოველი მხარე. დახურეთ კარი, მალე დახურეთ, გრძნობა არც ერთი არ შემოუშვათ.

ცივი კედელი წინ აუშენეთ,მხურვალე გრძნობებს წინ რომ აღუდგეს. ეს სითბო მოდის სწრაფად და სწრაფად, მაგრამ კედელი ვეღარ აშენდა.

ქურდივით კარში შემოდის სითბო ჩუმად და ნაზად სიცივეს მპარავს, არავინ არის მისი დამჭერი სულსა და სხეულს მთლიანად ფარავს.

* * *ოდნავ ნასვამი, ღამე ქუჩაშიგზააბნეული დავდივარ მარტო,შენზე ფიქრები მე არ მასვენებს,ჩამობნელებულ გზაზე, ჩანხარ შენ მარტო.

ვიცი, ლანდი ხარ, ამ ოხერ გზაზე,რომელიც ფანტავს უბრალო ფიქრებს,შენკენ მოვდივარ, ხელით გეხებიდა უცბად, სადღაც, უჩინრად ქრები.

დრო კი ჩერდება,გული ქვავდება,ხოლო თვალები ისევ შენ გეძებს,მაგრამ არსად ჩანს ჩუმად მომღიმი,ეს იდუმალი მწვანე თვალები.

* * *

ნისლი შორდება ცას ჰორიზონტზე,მზე სხივებს ისევ ხარბად აპკურებს,სიო თბილი და ნაზ მოფერებითგულს ოცნებებით ისევ ახურვებს.ჩაფიქრებული ვზივარ ბალახზე,წვიმის კვალი რომ ატყვია ჯერაცდა ჰორიზონტის ჩუმ მონაქროლზეშორს გადახვეწას ვცდილობ ერთხელაც.სადღაც გავრბივარ, ვტოვებ სამყაროსდა ვუერთდები მზეს ალ-სხივებში.იქ ხომალდია და ნავსადგურიმიუწვდომელი გრძნობების რიტმში...ნიავს სურნელი მოაქვს მერცხლებისდა იისფერი დაჰკრავს ელფერიდა ათრთოლებულ ყურძნის მტევნებზეთვლემს ქერუბიმი და სექტემბერი.მთავრდება კიდევ ერთი სიმღერა,ეალერსება ყრუ ნოტებს ვარდი,ეს ცხადი იყო თუ ან ქიმერა,დღეო, სამოთხეს რატომღაც ჰგავდი!..

ვზივარ ბალახზე, ფიქრი აორთქლდა,სველი მიწა კი კანკალით მიპყრობს,ნიავს სურნელი ჰქონდა მერცხლებისდა იისფერი ნორჩი ელფერი!..

უკან გახედვას ვეღარა ვბედავ,წინ კი...წინ ქერუბიმი და სექტემბერი!.

* * *

ძარღვი ძარღვზე შენდება გაცოფებულ, ავ მანქანებად...არც პატიების, არც დატირების ხმა არსაიდან!..მჩქეფარე თვალი ირეკლავს მზეს ნაწვალებად...არც მიტევების, არც დანდობის ხმა არსაიდან...შუქურ ბილიკებს გაებზარა იმედოვნება...დამუნჯდა კუთხე ყველა შეფარვის,ხატთა ხედვაში აღარ მოჩანს შეპასუხება,ქერუბიმები აღარ გზავნიან ნაცნობ შენარიგს...ძარღვი ძარღვზე შენდება გაცოფებულ,ავ მანქანებად...არც მიტევების, არც დანდობის ხმა არსაიდან...უკან დაბრუნება აღარ ღირსარც დაფიქრებად,აღარ ღირს ძალის მოსაზღვავებლად,არც დახმარების შესავედრებლად...არც მიტევების, არც დატირების ხმა არსაიდან...მზე ჩამოიქცა თოვლის ფიფქებად,ატმის კვირტები ყინვებს ვერ აიტანს...სულს მოჩვენება ვერ იტაცებს ნდობის ზვირთებად...ძარღვიდან ძარღვში ებმება სისხლი ავ მანქანებად...არც გაკვირვების, არც გაფრთხილების ხმა არსაიდან!..

* * *

წადი! ეძიე სხვა ორატორი!წადი! ეძიე სხვა მონაგონი!წადი! ერიდე! კვლავ აეკიდე!გადაეკიდე ათას მონასროლს!..ათას მონაჩმახს ყური დაუგდე,თვალი აყოლე სხვა სიმახინჯეს,წადი! ცხოვრებას ყელს მოეკიდე,ფიქრი დაუთმე მრავალ სიმრუდეს!

წადი! დაგახრჩოს, დაე, სიბილწემ!თავად შეგშალოს სხვათა სიგიჟემ,სხვათა სიბრიყვემ ბრიყვად გაქციოს,მთელმა სამყარომ ზურგი გაქციოს!წადი! გადაეყარო თუნდ სატანასაც,თუნდ ვეღარ სცნობდე დასაც და ძმასაც!იყავ ეული და შორეული,გზააბნეული, ეჭვმორეული!წადი! დატანჯე და თვით იტანჯე!ოღონდ მობრუნდი!ოღონდ დაბრუნდი შიშველ ხელებით!..დამცირებული, დამდაბლებულიდა სინანულის მწარე ცრემლებით!წადი! იპოვო! აღარ ეძიო!წადი! ოღონდაც უკან მობრუნდე,რომ კვლავ გიყვარდეს,გებრალებოდეს,სხვისთვის სიკეთე გეჩქარებოდეს!

* * *უკან ფანტელი ზღვისფერ მაისისდა სიხარულის ცვარად კამკამი...მზისფერ თითებმა არა-რა იცის,არა-რა იცის უნდობ თვალებმა...ფიქრი გათელა თავხედ ალებმა,ქალაქის ქუჩებს ალმა უარა...და დაუარა დაბნეულ წუთებს,ზარმა ძველ ტაძარს რეკად უარა.უკან ფანტელი ზღვისფერ მაისისდა სიხარულის ცვარად კამკამი...მზისფერ თითებმა არა-რა იცის,არა-რა იცის უნდობ თვალებმა...მზერა ჩაახშო შავ მანქანებმა,მოგონებებს რომ გადაუარა.რომ შემოესმა ნაცნობი მღერა,სმენამ უეცრად გვერდი უარა.და წინ ფანტელი ზღისფერ მაისისთუ ეშაფოტი მაისისფერ ზღვის?!.მზისფერ თითებმა არა-რა იცის,არა-რა იცის უნდობ თვალებმა!..

შალვა მამუკაშვილი

მონიკა ყოლბაია

Page 12: 2012-2013 სასწავლო წელი #2(4)old.ciu.edu.ge/files/files/5_ Gazeti N3.pdf · #2(4) გვ. 2-4 ახალი ამბები გვ. 4-6 გვ. 7 გვ

12

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიგალერეა

შპს ,,პრეპრინტი“

ფოტოკორესპონდენტი:ლიკა ამირაშვილი

ჟურნალისტი:ლია ზამბახიძე

ავტორი: ციცი ტურენკო

ავტორი: მარიამ კოჭლამაზაშვილი

ავტორი: ირაკლი გიორგაძე

ავტორი: რუსუდან ტოკლიკიშვილი