22
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ორი წლის ანგარიში ნოემბერი, 2014 .

საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

  • Upload
    others

  • View
    3

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

ორი წლის ანგარიში

ნოემბერი, 2014 წ.

Page 2: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის.

ჩემი ენერგეტიკაში მოსვლის დღიდან მუდმივად ვგრძნობ ჩემი კოლეგების, კომპანიების წარმომადგენლების, დონორების, ენერგეტიკასთან შეხებაში მყოფი თითოეული ადამიანის მხარდაჭერას, შესაძლებლობის ფარგლებში თანამშრომლობის სურვილს და მაქსიმალურ თანადგომას ჩვენს ყოვედღიურ მუშაობაში.... მსურს თითოეულ ამ პიროვნებას მადლობა მოვახსენო და იმედს ვიტოვებ, ჩვენი პროდუქტიული კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული ახალი მთავრობის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის და შესაბამისად მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიმართულებით.

მოგეხსენებათ, ენერგეტიკა არის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა, ჩვენი კეთილდღეობისკენ მიმართული პროცესების მთავარი ფაქტორი და ჩვენი სექტორის, დარგის თითოეული მუშაკი, პორფესიონალი,ჩემი თითოეული თანამშრომელი მთელი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის მნიშვნელოვან საქმიანობას.

დღეს მინდა გაგაცნოთ ის შედეგები, რომელიც მიღწეული იქნა ენერგეტიკის სექტორში გასული 2 წლის განმავლობაში.

Page 3: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

შემცირებული ტარიფები ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ეფექტური ცვლილებები, რომელიც ეხება ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფების შემცირებას.

ელექტროენერგიაზე ტარიფი შემცირდა 300 კვტ./საათამდე მოხმარების შემთხვევაში, რამაც 2013 წლის პირველი იანვრიდან მოსახლეობისთვის ელექტროენერგია გააიაფა 21–27%–ით.

რაც შეეხება ბუნებრივ აირის ტარიფს, აქაც მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 2013 წლის პირველ მარტს მოხმარების საფასური შემცირდა 5 თეთრით.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთო ჯამში ტარიფების შემცირების შედეგად მოსახლეობამ დაზოგა 140 მლნ. ლარზე მეტი.

Page 4: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

გაზიფიცირება და ინდივიდუალური გამრიცხველიანება

აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირებისა და გამრიცხველიანების სამუშაოები

საქართველოს მასშტაბით

გასული 2 წლის განმავლობაში განხორციელდა სოფლების გაზიფიცირება, სადაც ბუნებრივი აირი წლების განმავლობაში მოსახლეობას არ მიეწოდებოდა. საქართველოს მასშტაბით გაზიფიცირდა 88 ათასი აბონენტი

ასევე უნდა აღინიშნოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფლის გაზიფიცირების პროექტი, რომელიც დასასრულს უახლოვდება და წლის ბოლომდე 58 სოფლის 13,000 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს. ამ მიზნით ჩვენმა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო 19 მლნ. ლარი.

გაზიფიცირებულ სოფლებში ქსელზე მიერთების საფასური შემცირდა 600-დან 400 ლარამდე. მოსახლეობას ამ თანხის ეტაპობრივი გადახდის შესაძლებლობა აქვს ყოველთვიურად 25 ლარის ოდენობით

ასევე ინტენსიურად მიმდინარეობდა მომხმარებლების ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები, რის შედეგადაც 110,000 აბონენტი საქართველოს მასშტაბით გაუმჯობესებულ მომსახურებას იღებს, ხოლო ჯამურმა საინვესტიციო ღირებულებამ შეადგინა 37 მლნ. ლარი

2016 წლამდე მთლიანად დასრულდება საქართველოს ინდივიდუალური გამრიცხველიანების

პროგრამა

Page 5: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

უშუქო სოფლების ელექტროფიცირების პროექტი

• ერთ-ერთ პრობლემას ასევე წარმოადგენდა უშუქო სოფლები, სადაც წლების განმავლობაში იქ მცხოვრებ მოსახლეობას არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით სახელმწიფო ბიუჯეტიდან უშუქო სოფლების ელექტროფიცირებისთვის გამოიყო 6 მლნ. ლარი.

• განხორციელებული ელექტროფიცირების შედეგად უკვე ელექტროენერგია მიეწოდება 8 უშუქო სოფელს, რომლის ფარგლებშიც დაიხარჯა 1,239,375 ლარი

• ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები და უახლოეს მომავალში დასრულდება დამატებით 20 უშუქო სოფლის ელექტროფიცირების სამუშაოები.

Page 6: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

2013-2014 წლებში ექსპლუატაციაში გაშვებული

ჰიდროელექტროსადგურები

ორი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური

ჯამური სიმძლავრით 14 3,9 მგვტ

ჯამური წლიური გამომუშავება 696,4 მლნ. კვტ.საათი

მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 251,106 ,000 აშშ დოლარი

1.შილდა ჰესი 5 მგვტ.

2.ბახვი 3 ჰესი 9.8 მგვტ.

3.ლარსი ჰესი 19 მგვტ.

4. ახმეტა ჰესი 9,1 მგვტ.

5. ყაზბეგი ჰესი 6 მგვტ.

6. არაგვი ჰესი 8 მგვტ.

7. ფარავან ჰესი 87 მგვტ.

Page 7: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

მიმდინარე პროექტები

• გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა 82 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი.

• აღნიშნული პროექტებიდან 16 ჰიდროელექტროსადგური მშენებლობის ეტაპზეა. აღნიშნული პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრეა 544 მეგავატი, ხოლო წლიური ჯამური გამომუშავება 2,2 მილიარდი კვტ. სთ.

• 14 პროექტი იმყოფება მოსამზადებელ ეტაპზე და მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება შესაბამისი ნებართვების აღების შემდგომ. ეს დამატებით 1,338 მეგავატია, ხოლო ამ სადგურების წლიური ჯამური გამომუშავება 4,2 მილიარდი კვტ. სთ-ს შეადგენს.

• 52 პროექტი კვლევის ეტაპზეა, რის საფუძველზეც შესაძლებელია ელექტროსისტემას დამატებით 928 მეგავატი დადგმული სიმძლავრე შეემატოს წლიური გამომუშავებით 4,9 მილიარდი კვტ.სთ.

Page 8: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და გამარტივებული პროცედურები

სამინისტრომ ინიციატივით მიმართა მთავრობას რეგულაციების გამარტივების წინადადებით, რის შედეგადაც კიდევ უფრო გამჭვირვალე, გამარტივებული და ლიბერალური გახდა საინვესტიციო პროექტების განხორციელება ენერგეტიკის სექტორში.

2013 წლის 21 აგვისტოდან ძალაში შევიდა ცვლილებები მთავრობის დადგენილებაში „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის შესახებ“.

შედეგად:

ამოქმედდა პროექტის განხორციელების ორსაფეხურიანი სისტემა: წინასამშენებლო ფაზა და სამშენებლო ფაზა;

მნიშვნელოვნად შემცირდა საბანკო გარანტიის მოცულობა;

ინვესტორი ვალდებულია წლიური გამომუშავების 20% მიაწოდოს ადგილობრივ ბაზარს, რაც მოიცავს დეფიციტურ ზამთრის თვეებს.

Page 9: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და გამარტივებული პროცედურები

ამოქმედდა სანქცირების წესი, რაც ინვესტორს აძლევს საშუალებას ვადების დარღვევის მიუხედავად გააგრძელოს სამუშაოები და არ დაკარგოს საბანკო გარანტიის თანხა და პროექტის განხორციელების უფლება;

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმად დადგინდა ადგილობრივ ბაზარზე მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასი;

ახალი წესები შეეხო მხოლოდ ნუსხაში შეტანილ ჰიდროელექტროსადგურების პროექტებს;

ინვესტორის მიერ დამოუკიდებლად მოძიებულ ნებისმიერ სხვა საინვესტიციო პროექტზე ენერგეტიკის სამინისტრომ შეიმუშავა დამატებითი რეგულაციები.

Page 10: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

2014 წლის 10 აპრილს ძალაში შევიდა ბრძანება „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში “

დაინტერესებული პირის განაცხადი უნდა შეიცავდეს ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის წინარე კვლევას;

ახალი კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს ერთსაფეხურიანი სისტემა: ფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების მიზნით.

აღნიშნული მემორანდუმი არ გულისხმოს საბანკო გარანტიის წარდგენას.

მემორანდუმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი ხორციელდება ინვესტორის მიერ პროექტის მიმდინარეობის შესახებ წარმოდგენილი სავალდებულო კვარტალური ანგარიშის მიხედვით. დარღვევის შემთხვევაში მთავრობას აქვს მემორანდუმის ცალმხრივად გაუქმების უფლება.

ამ შემთხვევაშიც, ინვესტორი ვალდებულია წლიური გამომუშავების 20% მიაწოდოს ადგილობრივ ბაზარს, რაც მოიცავს დეფიციტურ ზამთრის თვეებს.

Page 11: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

გამარტივებული საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად გაიზარდა ინტერესი საინვესტიციო პროექტების განხორციელების კუთხით

• ჩატარდა ინტერესთა გამოხატვა 16 ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე. რიგ პროექტებზე უკვე გაფორმდა მემორანდუმი, ზოგიერთ მათგანზე კი გამოვლინდა გამარჯვებული და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მემორანდუმის გაფორმების მიზნით. ამ პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრეა 738.4 მგვტ, წლიური გამომუშავება 3,3 მილიარდი კვტ. სთ, ხოლო ჯამური საინვესტიციო თანხა 1,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

• გასული 2 წლის განმავლობაში გაფორმდა 23 მემორანდუმი 60 საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით. შედეგად ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სექტორს შეემატება ახალი სადგურები 1,035 მგვტ. დადგმული სიმძლავრით და წლიური გამომუშავებით 4,9 მილიარდი კვტ.სთ-ის ოდენობით.

.

Page 12: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

ენერგეტიკის სექტორის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში

2012 წლის IV კვ - 2014 წლის II კვ. ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა

347, 328 მლნ. აშშ დოლარს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც ნიშნავს რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე

დიდი, ხვედრითი წილი _ 22%, სწორედ ენერგეტიკაზე მოდის.

1%

4%

15%

22%

7%

19% 1%

7%

10%

14%

სოფლის მეურნეობა, თევზჭერა

სამთომოპოვებითი მრეწველობა

დამამუშავებელი მრეწველობა

ენერგეტიკა

მშენებლობა

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური

დახმარება უძრავი ქონება

საფინანსო სექტორი

Page 13: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

ქარის პირველი ელექტროსადგური “ქართლი”

ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარების მიზნით ენერგეტიკის სამინისტრომ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან“ ერთად, ქარის სადგურების მშენებლობა დაიწყო.

პირველ ეტაპზე იგეგმება 20 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის პრტოექტის განხორციელება 300 მგვტ-მდე განვითარების პერსპექტივით.

გორის მიმდებარედ უკვე დაიდგა ქარის სიმძლავრის გამზომველი აპარატურა. დასრულდა კვლევითი და საპროექტო სამუშაოები.

ქარის ელექტროსადგური „ქართლი“ პირველი საპილოტე პროექტია, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი სახსრებით ააშენებს და რომლის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი აშშ დოლარს

შეადგენს. მშენებლობის დაწყება 2015 წელს იგეგმება.

Page 14: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

გარდაბნის 230 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგური

ენერგეტიკის სექტორის მდგრადი განვითარებისა და საიმედო ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია გარანტირებული სიმძლავრის დამატებითი წყაროების შექმნა. ამ მიზნით საპარტნიორო ფონდმა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ერთობლივად გარდაბანში, 230 მგვტ სიმძლავრის თბოსადგურის მშენებლობა დაიწყეს.

აღნიშნულ პროექტში სამუშაოებს თურქული კომპანია „ჩალიკ ენერჯი“ ასრულებს. თბოელექტროსადგურის მშენებლობას 2015 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

Page 15: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

ინფრასტრუქტურული პროექტები • ქვეყნის ენერგოსისტემის გაძლიერებისთვის, ენერგოუსაფრთხოების გამჯობესებისა და

სექტორის მდგრადობისთვის უმნიშვნელოვანესია ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა და არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

• დასრულდა თურქეთთან დამაკავშირებელი 400 კვ. ელექტროგადამცემი ხაზისა და 500/400/220 კილოვოლტიანი ქვესადგური „ახალციხის“ მშენებლობა. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 283 მლნ ევრო შეადგინა. შედეგად წელს პირველად განხორციელდა გაზრდილი მოცულობით ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთის მიმართულებით.

• დასრულდა 220კვ გადამცემი ხაზების „სენაკი 1-2“ და შესაბამის ქვესადგურების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რის განხორციელებაშიც დაიხარჯა 17,7 მლნ. აშშ დოლარი

• დაიწყო 220/110კვ “ხორგა” , 500/220/110კვ „ქსანი“ , 220/110კვ „მარნეულის“ და 220/110კვ „მენჯის“ ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი, რომლის დასრულებაც იგეგმება 2016 წელს, ხოლო ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგეს.

Page 16: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

ინფრასტრუქტურული პროექტები

• გაფორმდა ხელშეკრულება 500/220 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ქვესადგურისა და 220 და 500 კილოვოლტიანი ორჯაჭვა ხაზების მშენებლობის მიზნით. მიმდინარე „ჯვარი-ხორგას“ პროექტი 2016 წელს დასრულდება, რომელიც ითვალისწინებს 50 მლნ. ევროს ინვესტიციას.

• გაფორმდა სასესხო და საპროექტო ხელშეკრულებები 220კვ „ახალციხე–ბათუმი“ ორჯაჭვა ელექტროგამაცემი ხაზის მშენებლობის მიზნით, რაც გულისხმობს 45 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციას.

• 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე USAID-ის დახმარებით ასევე დაფინანსდა ქვესადგურების დაცვისა და მართვის სისტემების რეაბილიტაციის პროექტი 16 მლნ. აშშ დოლარით, რომლის დასრულებაც 2015 წლისთვის იგეგმება.

მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება

545 მლნ აშშ დოლარია

Page 17: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

ახალი გაზსადენების მშენებლობა და არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია/გაფართოება

• დაიწყო შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის განხორციელება, რომელშიც საქართველო სტრაგეგიული პარტრნიორის როლს ასრულებს.

• შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, საიდანაც 400 მლნ აშშ დოლარის მომსახურებისა და საქონლის შეძენა უშუალოდ საქართველოში მოხდება.

• პროექტი მშენებლობის ეტაპზე 2000, ხოლო დასრულების შემდეგ 130 სამუშაო ადგილს შექმნის. შედეგად 2019 წლიდან საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად.

• აღნიშნული პროექტის განხორციელება კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ხელს უწყობს საქართველოს სატრანზიტო როლის გაზრდას.

Page 18: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

ახალი გაზსადენების მშენებლობა და არსებული

ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია

• დასრულდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „აბაშა- ქუთაისის“ 57 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.

• დასრულდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ქუთაისი-ზესტაფონის“ 25 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.

• დასრულდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელის“ 20 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.

• დასრულდა კახეთის მაგისტრალური გაზსადენის “რუსთავი-საგარეჯოს” 24 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.

• 2014 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდება სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის “წითელი ხიდი - მარნეულის” 25 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.

• მიმდინარეობს მაგისტრალური მილსადენების მდგომარეობის ინტენსიური შესწავლა, რის შედეგადაც ვლინდება პრიორიტეტული სარეაბილიტაციო მონაკვეთები. 2015 -2017 წლებში ჩატარდება დამატებითი სამშენებლო სამუშაოები გაზსადენების დაახლოებით 300 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთებზე მთელს საქართველოს ტერიტორიაზე.

Page 19: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

ნავთობის სექტორი

საქართველოში 25 სალიცენზიო ბლოკზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოებს 12 კომპანია ახორციელებს

• გასული 2 წლის განმავლობაში გაფორმდა ახალი ხელშეკრულებები 3 სალიცენზიო ბლოკზე.

• ხელმოწერის ბონუსის სახით ბიუჯეტში გადარიცხულია 2 680 000 აშშ დოლარი • განხორციელებულმა ინვესტიციამ შეადგინა 135 მლნ. აშშ დოლარი • ნავთობის ჯამურმა მოპოვებამ შეადგინა 80 ათასი ტონა • გაზის ჯამურმა მოპოვებამ შეადგინა 11,6 მილიონი მეტრ კუბი

• პირველად საქართველოში დაინერგა ნავთობის მოპოვების გაზრდის თანამედროვე

მეთოდიკა და განხორციელდა ნავთობისა და გაზის მარაგებისა და რესურსების საერთაშორისო სტანდარტებით შეფასება

Page 20: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია

• საქართველო პირველად გახდა ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე ქვეყანა. 2015 წელს

ქარტიის ყოველწლიურ მაღალი დონის კონფერენციას თბილისი უმასპინძლებს.

• 2013 წლის იანვარში საქართველომ განაცხადი გააკეთა „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანების შესახებ, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია.

• 2014 წლის თებერვალში დაიწყო მოლაპარაკებები და წარმატებით მიმდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.

Page 21: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

გასული ორი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგები

შემცირებული ტარიფები - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ დაზოგა 140 მლნ. ლარზე მეტი

გამრიცხველიანდა 110 ათასი აბონენტი და გაზიფიცირდა 88 ათასი ოჯახი

ელექტროფიცირდა 8 უშუქო სოფელი

ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰესი, - 143.9 მგვტ, ინვესტიცია - 251 მილიონი აშშ დოლარი

გაფორმდა 23 მემორანდუმი 60 საინვესტივციო პროექტის განხორციელების მიზნით, პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრეა 1,035 მგვტ.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში - 347 მილიონი აშშ დოლარი (22%).

Page 22: საქართველოს ენერგეტიკის ...energy.gov.ge/projects/pdf/news/Energetikis Saministros... · 2015-01-22 · მოგესალმებით,

მადლობა ყურადღებისთვის!