4
sainformacio biuleteni #2 სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ Future Generation 25 ნოემბერს ცივილიზებული მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამავე დღეს იწყება 16 დღიანი საერთაშორისო კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას. კურდღელაურის, თელავის #6 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბები შეუერთდნენ საერთაშორისო კამპანიას და კლუბებმა საკუთარ სკოლებში განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები. მოიძიეს ინფორმაციები გენდერული თანასწორობის, ქალთა ძალადობის და ნაადრევი ქორწინების შესახებ, დაამზადეს პოსტერები და გამართეს საინფორმაციო კამპანია სკოლასა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე კახეთში მუკუზნის და თელავის #6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბებმა აღნიშნეს. თელავის #6 სკოლაში, ბავშვებმა და პედაგოგმა მოამზადეს პრეზენტაცია აივ ინფექციის შესახებ და გააცნეს სკოლის მოსწავლეებს. ასევე მოამზადეს კედლის გაზეთები და განათავსეს სკოლის დერეფანში. მუკუზნის სამოქალაქო კლუბის მიერ კი ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით ,,შიდსი სიყვარულით არ გადადის“ ტრენინგს ესწრებოდნენ ამავე სკოლის მე- 9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები. ,,კამპანიის მიზანს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის რომ აივ ინფიცირებულებთან ურთიერთობა არ შეიძლება, სწორედ ამიტომ დღეს ხაზი გაესვა სტიგმას, დისკრმინაციას და ჯობია ყველამ იცოდეს ,,შიდსი მეგობრობით არ გადადის“ - თელავის #6 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი სერგი ხოზბერუაშვილი.

Future Generation ˜˚˛˝˙˚ˆ˚˙˝ ˘˚ ˚ ˆ ˜ ˝˘ ˚˛˚ „˛˝˛˚ ˆcivics.ge/uploads/let/Newsletter 2 Kakheti region... · 2018-07-26 · sainformacio biuleteni #2 ˜˚˛˝˙˚ˆ˚˙˝

  • Upload
    others

  • View
    6

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Future Generation ˜˚˛˝˙˚ˆ˚˙˝ ˘˚ ˚ ˆ ˜ ˝˘ ˚˛˚ „˛˝˛˚ ˆcivics.ge/uploads/let/Newsletter 2 Kakheti region... · 2018-07-26 · sainformacio biuleteni #2 ˜˚˛˝˙˚ˆ˚˙˝

sainformacio biuleteni #2

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ Future Generation

25 ნოემბერს ცივილიზებული მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამავე დღეს იწყება 16 დღიანი საერთაშორისო კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას. კურდღელაურის, თელავის #6 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბები შეუერთდნენ საერთაშორისო კამპანიას და კლუბებმა საკუთარ სკოლებში განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები. მოიძიეს ინფორმაციები გენდერული თანასწორობის, ქალთა ძალადობის და ნაადრევი ქორწინების შესახებ, დაამზადეს პოსტერები და გამართეს საინფორმაციო კამპანია სკოლასა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე კახეთში მუკუზნის და თელავის #6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბებმა აღნიშნეს. თელავის #6 სკოლაში, ბავშვებმა და პედაგოგმა მოამზადეს პრეზენტაცია აივ ინფექციის შესახებ და გააცნეს სკოლის მოსწავლეებს. ასევე მოამზადეს კედლის გაზეთები და განათავსეს სკოლის დერეფანში. მუკუზნის სამოქალაქო კლუბის მიერ კი ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით ,,შიდსი სიყვარულით არ გადადის“ ტრენინგს ესწრებოდნენ ამავე სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები. ,,კამპანიის მიზანს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

წარმოადგენდა, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის რომ აივ ინფიცირებულებთან ურთიერთობა არ შეიძლება, სწორედ ამიტომ დღეს ხაზი გაესვა სტიგმას, დისკრმინაციას და ჯობია ყველამ იცოდეს ,,შიდსი მეგობრობით არ გადადის“ - თელავის #6 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი სერგი ხოზბერუაშვილი.

Page 2: Future Generation ˜˚˛˝˙˚ˆ˚˙˝ ˘˚ ˚ ˆ ˜ ˝˘ ˚˛˚ „˛˝˛˚ ˆcivics.ge/uploads/let/Newsletter 2 Kakheti region... · 2018-07-26 · sainformacio biuleteni #2 ˜˚˛˝˙˚ˆ˚˙˝

b i u l e t e n i2კახეთის სხვადასხვა სკოლის სამოქალაქო კლუბები გამოეხმაურნენ პარიზში მომხდარ მოვლენებს და გამოთქვეს შეშფოთება. კლუ ბებმა საკუთარი მხარდაჭერა ტერო რისტუ ლი აქტით დაზარალებული მოსახ ლეობის მიმართ, გამოხატეს სოლიდარობის აქციით - „არა ტერორიზმს“, რომელიც სკოლასა და სოფელში ჩატარდა. ბავშვებმა მოამზადეს შესაბამისი პოსტერები და ქუჩის აქციით შეეცადნენ მოსახლეობის ინფორმირებას ტერორიზმისა და პარიზში მომხდარი მოვლენების შესახებ. აქციის მომზადებაში სრულად სამოქალაქო კლუ ბების წევრები იყვნენ ჩართულები, ხოლო საინფორმაციო კამპანიამ კი ყველა სოფელი მოიცვა.

გაცნობითი ხასიათის ჯგუფურ ვიზიტზე თელავის საპატრულო პოლიციაში სტუმრად იმყოფებოდნენ ლაფანყურის, ნაფარეულის და თელავის #6 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები. შეხვედრის მიზანს სტრუქტურის და ბავშვებისთვის საინტერესო საკითხების გაცნობა წარმოადგენდა.

სამთაწყაროის სამოქალაქო გა-ნათ ლების კლუბს დაუფინანსეს მცი რე გრანტი რომელიც მიზნად ისახავს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას თემში და ამ მიზნით უნდა მოწესრიგდეს სკოლისთვის სპორტული მოედანი. ბავშვებმა მცი-რე გრანტის მოგება სიმბოლურად მარათონით აღნიშნეს სოფელში.

ჭიაურის სკოლამ უმასპინძლა საიას თელავის ოფისის წარმომადგენლებს. შეხვედრის მიზანი იყო იურიდიული კონსულტაციები კლუბის და ზოგადად მოსახლეობისთვის საინტერესო შეკითხვებზე. შეხვედრას კლუბის წევრებთან ერთად, მათი მშობლები, პედაგოგები და ზოგადად თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Page 3: Future Generation ˜˚˛˝˙˚ˆ˚˙˝ ˘˚ ˚ ˆ ˜ ˝˘ ˚˛˚ „˛˝˛˚ ˆcivics.ge/uploads/let/Newsletter 2 Kakheti region... · 2018-07-26 · sainformacio biuleteni #2 ˜˚˛˝˙˚ˆ˚˙˝

b i u l e t e n i 320 ნოემბერს ენისლის სამოქალაქო განათლების კლუბში ჩატარდა შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელთან, რომელსაც ასევე საბუის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ყუ-რად ღება იმ მნიშვნელოვან ასპექტებზე გამახვილდა, როგორებიცაა: ასოცირების შეთან ხმება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭ-რო სივრცის შესახებ შეთანხმება; ვიზალიბერალიზაციის პროცესი; რეფორ-

მირება და სტანდარტების ამაღლება თითქმის ყველა მიმართულებით; პოლიტიკური მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე. შეხვედრაზე საუბარი, ასევე, NATO - საქართველოს თანამშრომლობას და უელსის სამიტის შედეგებს შეეხო. შეხვედრაზე განიხილიეს ის მითები, რომლებიც მოსახლეობაში ვრცელდება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარშემო. „ჩვენთვის, ახალგაზრდა თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენმა ქვეყანამ განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწიოს, ამისთვის კი მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ინტეგრაცია. ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია გავიგე დღეს და დიდი სიამოვნებით გადავცემ ჩემს თანასოფლელებს, იმისათვის რომ მოსახლეობაში გავრცელებული ცრუ წარმოდგენები გაბათილდეს და საზოგადოებამ სწორად იაზროვნოს“ -აცხადებს ენისლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი თეკლა ლოლიაშვილი.

30 ნოემბერს თელავის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ნახატების კონკუსში გამარჯვებულთა დაჯილდოვება, რომელსაც წინ უძღოდა 1 თვიანი კონკურსი თემაზე ,,გარემოს დაცვა“. ნახატები შეირჩა როგორც შესრულების ტექნიკის ასევე ნახატზე დატანილი იდეის მიხედვით. ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთად ჟიურის წევრად მოწვეული იყო თელავის #1 სკოლის ეკო კლუბის პრეზიდენტი გიორგი ორკოდაშვილი, რომელმაც თავის მხრივ დააწესა პრიზები არა მხოლოდ გამარჯვებულებისთვის, არამედ ყველა მონაწილე მოსწავლისთვის ვინც შეხვედრას ესწრებოდა. ასევე მან დაასახელა საკუთარი სიმპათია და ნახატის ავტორი სკოლისთვის გიორგი ჩაატარებს ტრენინგს ნარჩენების მართვაზე. ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული ნახატების ავტორები: მესამე ხარისხის დიპლომისა და პრიზის მფლობელი გახდა სოფ. ნაფარეულის საჯ. სკოლის X კლასის მოსწავლე გიორგი ნაცვლიშვილი, მეორე ხარისხის დიპლომისა და პრიზის მფლობელი გახდა სოფ. შაშიანის საჯ. სკოლის X კლასის მოსწავლე ნატო გელაშვილი, ხოლო პირველი ხარისხის დიპლომი და პრიზი გადაეცა სოფ. კურდღლაურის საჯ. სკოლის IX კლასის მოსწავლეს ნაზი ჯავახიშვილს. თელავის ახალგაზრდული ცენტრი ულოცავს გამარჯვებულებს და უსურვებს მათ მომავალში წარმატებას.

Page 4: Future Generation ˜˚˛˝˙˚ˆ˚˙˝ ˘˚ ˚ ˆ ˜ ˝˘ ˚˛˚ „˛˝˛˚ ˆcivics.ge/uploads/let/Newsletter 2 Kakheti region... · 2018-07-26 · sainformacio biuleteni #2 ˜˚˛˝˙˚ˆ˚˙˝

b i u l e t e n i4

სიღარიბის საერთაშორისო დღე კახეთის სამოქალაქო კლუბებმა საქველმოქმედო ღონისძიებებით და მარტოხელა მოხუცებთან სტუმრობითა და საოჯახო საქმეებში დახმარებით აღნიშნეს.

დათო ღონღაძემ ჩაატარა ტრენინგი ზემო ქედის #1 და სამთაწყაროს სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერებისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა აივ ინფექციასა და ნარკომანიაზე ბავშვებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

სიღარიბის საერ დღეს გაიმართა გაცნობითი ხასია -

თის ჯგუფური ვიზიტი გურჯაანის სკოლის მოს წავლეებისთვის გურჯაანის რა იო-ნულ სასამართლოში. ღონისძიებაში მონა-წილეობდნენ ვაზისუბნის, მუკუზნის და შაშიანის სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები.ბავშვებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა, დაესწრნენ სისხლის სამართლის სასამართლოს პროცესს და მიიღეს პასუხები მათთვის სასურველ შეკითხვებზე. პროგრამის სახელით მადლობას ვუხდით გურჯაანის რაიონულ სასამართლოს თანამშრომლობისთვის.,,მივესალმებით მსგავს პროექტებს და ახალგაზრდების დაინტერესებას სასამართლო სისტემით, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ იურიდიული საკითხებით დაინტერესებულ მოსწავლეებს ვუმასპინძლოთ და შევიტანოთ ჩვენი წვლილი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში“ - სასამართლოს მენეჯერი ეკატერინე მელიქიშვილი. თაშორისო დღე კახეთის სამოქალაქო კლუბებმა საქველმოქმედო ღონისძიებებით და მარტოხელა მოხუცებთან სტუმრობითა და საოჯახო საქმეებში დახმარებით აღნიშნეს.

ლაფანყურის სამოქალაქო განათლების კლუბის მიერ განხორციელდა ადვოკატირების კამპანია სოფელში საახალწლო განათების შესახებ. სამოქალაქო კლუბმა თხოვნით მიმართა სოფლის ტერიტორიულ ორგანოს და სთხოვა დახმარება რათა ბავშვებს საახალწლო განწყობა შეექმნათ სოფელში (წლებია სოფელში ნაძვისხეც კი არ იდგმება საახალწლოდ) სოფლის რწმუნებულმა ბავშვების ინიციატივა დააკმაყოფილა და გადასცა მათ საახალწლო განათებები, ასევე გამოყო ამ ინიციატივისთვის ადამიანური რესურსი რომლებიც სამოქალაქო კლუბის ბავშვებს დაეხმარნენ განათებების დამონტაჯებაში.