8
მმმმმმმმმმმ 3. მმმმმმმ მმმმმმმმმმმ. მმმმმმმმმ მმმმმმმ Font მმმმმმ მმმმ მმმმმმ მმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმ, მმმმმმ მმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმ/მმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმ მმმმმ მმმმმ მმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმ Font დდდდდდდდდ დდდდდდდ Font-დდ დდდდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდ Format > Font. დდდდდდდდდ დდდდდდდ Font-დ დდდდდდდ დდდდ დდდდდ: Font; Character Spacing დდ Text Effects. დდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდ დდდდ დდდდდდდდდ დდდდდდ Font-დ დდდდდდდდდ. დდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდ. დდდდდდდდდ დდდდდდდ Font დდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდ, დდდდდდდ დდდდდ, დდდდ, დდდდდდდ დდდდ, დდდდდდდდდ დდდდდ, დდდდდდდდდ დდდდ დდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდ, დდდდდ, დდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდ, დდ Subscript/Superscript. Preview დდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდ დდდდდდ, დდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ OK დდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ. დდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდ: დდდდდდდდდ დდდდდდდ Font. დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდ მმმმმმ მმმმ Notepad-დდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ Microsoft Word დდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდ (დდდდდ). დდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდდ: მმმმმმმ მმმმმმ -Menu-მ მმმმმმმმმმ დდდდდ ”დდდდდ” დდდდდდდდდდ დდდდდდდდდ MS Word-დდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდ Times New Roman დდდდდდდ დდდდდდდდდდდ. 1. Times New Roman დდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდ: AcadNusx Arial Verdana Times New Roman 2. დდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდ ”AcadNusx” 3. დდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდ Format > Font.

Teqstis Formatireba 3mecadineoba

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Teqstis Formatireba 3mecadineoba

მეცადინეობა 3. ტექსტის ფორმატირება.

დიალოგური ფანჯარა Fontფონტის ტიპიფონტის ზომაფორმატირების ინსტრუმენტული ზოლიფორმატირების კოპირება, შეცვლა და გასუფთავებაავტომატური დამარცვლა/გადატანის გამოყენებატექსტისა და ფონის ფერის შეცვლასტილებისუბსკრიპტის და სუპერსკრიპტის გამოყენება

დიალოგური ფანჯარა Font

დიალოგური ფანჯარა Font-ის გასახსნელად მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Format > Font. დიალოგური ფანჯარა Font-ს გააჩნია სამი ოპცია: Font; Character Spacing და Text Effects. გახსნილი დიალოგური ფანჯარა უნდა იყოს გადართული ტაბულა Font-ს ჩვენებაზე. სხვა ოპციების ასარჩევად დააწკაპუნეთ შესაბამის ოპციაზე.დიალოგური ფანჯარა Font საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ შრიფტი, შრიფტის სტილი, ზომა, შრიფტის ფერი, ხაზგასმის სტილი, ხაზგასმის ფერი და გამოვიყენოთ ეფექტები, ისეთი, როგორიცაა მაგალითად ჩრდილები, ან Subscript/Superscript. Preview ფანჯარაში წინასწარ შეგიძლიათ შეამოწმოთ ის ეფექტი, რომელსაც ექნება ადგილი შერჩეული პარამეტრების OK ღილაკზე დაწოლით ამოქმედებისას.ამ საკითხის მულტიმედიური ვარიანტი მოცემულია რესურსში: დიალოგური ფანჯარა Font. მულტიმედიური ვარიანტი

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

ფონტის ტიპი

Notepad-ისგან განსხვავებით ტექსტური რედაქტორი Microsoft Word საშუალებას გაძლევთ დოკუმენტის შიგნით შეცვალოთ შრიფტი (ფონტი). ეს შესაძლებლობა ილუსტრირებულია შემდეგ სავარჯიშოში:

შრიფტის შეცვლა -Menu-ს საშუალებით

ახალი ”სუფთა” დოკუმენტის გახსნისას MS Word-ის ინტერფეისი ნაგულისხმევად გამზადებულია ტექსტის ასაკრეფად Times New Roman შრიფტის გამოყენებით.

1. Times New Roman შრიფტის გამოყენებით აკრიფეთ შემდეგი ტექსტი: AcadNusx Arial Verdana Times New Roman

2. აკრეფილ ტექსტში მონიშნეთ ”AcadNusx”3. მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Format > Font.

4. გახსნილი დიალოგური ფანჯარა უნდა იყოს გადართული ჩანართ (ტაბულა) Font-ის ჩვენებაზე (ზედა მარცხენა ოპცია).

5. Font ტაბულის იმავე სახელწოდების ცხრილიდან შეარჩიეთ AcadNusx და დააწკაპუნეთ შერჩეულზე. 6. დააწკაპუნეთ OK. 7. მონიშნეთ ”Arial”8. მენიუდან აირჩიეთ Format > Font. 9. Font ტაბულის იმავე სახელწოდების ცხრილიდან შეარჩიეთ Arial და დააწკაპუნეთ შერჩეულზე. 10. დააწკაპუნეთ OK. 11. მონიშნეთ ”Verdana”. 12. მენიუდან აირჩიეთ Format > Font.

Page 2: Teqstis Formatireba 3mecadineoba

13. Font ტაბულის იმავე სახელწოდების ცხრილიდან შეარჩიეთ Verdana და დააწკაპუნეთ შერჩეულზე.

14. დააწკაპუნეთ OK. 15. ტექსტის დარჩენილი ნაწილი - ”Times New Roman”, დავტოვოთ შეუცვლელად. 16. თუ ტექსტმა მიიღო სახე -A”cad usx Arial Verdana Times New Roman”, თქვენ წარმატებით

შესძელით შრიფტის შეცვლა Menu-ს საშუალებით.

ალტერნატიული მეთოდი -- Font-ის შეცვლა Formatting ინსტრუმენტული ზოლის გამოყენებით

1. მონიშნეთ ტექსტი “AcadNusx Arial Verdana Times New Roman”2. დააჭირეთ კლავიშებს Ctrl+ჰარი, რაც გადართავს ფორმატირებას ნაგულისხმევ პარამეტრებზე. 3. მონიშნეთ ”AcadNusx”4. დააწკპუნეთ ფორმატირების ინსტრუმენტულ პანელზე Font

რედაქტირების ველის მარჯვენა სამკუთხედ ნიშანზე. ჩამოიშლება კონტექსტური მენიუ ინსტალირებული ფონტების ჩამონათვალით.

5. დააწკაპუნეთ AcadNusx (ან ”ცად უსხ”, თუ ფონტები ჩანს მათი რეალური გამოსახულებით).

6. შემდეგ მონიშნეთ ”Arial”.7. ხელახლა გახსენით კონტექსტური მენიუ ინსტალირებული

ფონტების ჩამონათვალით.8. დააწკაპუნეთ ”Arial”.9. შემდეგ მონიშნეთ ”Verdana” 10. ხელახლა გახსენით კონტექსტური მენიუ ინსტალირებული

ფონტების ჩამონათვალით.11. დააწკაპუნეთ ” Verdana ”.12. ტექსტის დარჩენილი ნაწილი - ”Times New Roman”, დავტოვოთ შეუცვლელად.13. თუ ტექსტმა მიიღო სახე -A”cad usx Arial Verdana Times New Roman”, თქვენ წარმატებით

შესძელით შრიფტის ალტერნატიული მეთოდით შეცვლა.

ამ საკითხის ინტერაქტიული მულტიმედიური სავარჯიშო მოცემულია რესურსში: ფონტის ტიპი . მულტიმედიური ვარიანტი

თქვენ აგრეთვე უნდა შეასრულოთ საკონტროლო დავალება 1: თითოეულ სტრიქონში შეცვალეთ იმავე სახელწოდების შრიფტით შრიფტის განმეორებით აკრეფილი დასახელება .

AcadNusx, acadnusxAmiran, amiranArachveulebrivi Thin, arachveulebrivi thinBrush Script Georgian, brush script georgiaBolnisi, bolnisiDaviti, davitiElguja, elgujaGeo Eklesia, geo eklesiaGEO-Zhorzholadze, geo-zhorzholadzeGeo XucurNusx, geo xucurnusxKolhety, kolhety

პასუხი:AcadNusx, acadnusxAmiran, amiranArachveulebrivi Thin, arachveulebrivi thinBrush Script Georgian, brush script georgiaBolnisi, bolnisiDaviti, davitiElguja, elguja

Page 3: Teqstis Formatireba 3mecadineoba

Geo Eklesia, geo eklesiaGEO-Zhorzholadze, geo-zhorzholadzeGeo XucurNusx, geo xucurnusxKolhety, kolhety

1 საკონტროლო დავალების ინრეაქტიული მულტიმედიური ვარიანტი მოცემულია რესურსში: შრიფტის შეცვლა .

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

ფონტის ზომა

დოკუმენტის შექმნისას ტექსტური რედაქტორის Microsoft Word-ის გამოყენებით, ისევე ისევე როგორც რედაქტირების დროს, შესაძლოა შრიფტის ზომის შეცვლა. თუ როგორ, გაარკვევთ ამ პრაქტიკული სავარჯიშოს შესრულებით:

შრიფტის ზომის შეცვლა Menu-ს მეშვეობით

1. Times New Roman შრიფტის გამოყენებით აკრიფეთ შემდეგი ტექსტი: I am the smallest. I am a little bigger. I am the biggest.

2. აკრეფილ ტექსტში მონიშნეთ "I am the smallest."

3. მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Format > Font.

4. გახსნილი დიალოგური ფანჯარა უნდა იყოს გადართული ჩანართის Font-ის ჩვენებაზე (ზედა მარცხენა ოპცია).

5. Size ტაბულის ცხრილიდან მონიშნეთ 8 და დააწკაპუნეთ OK, ან კლავიატურიდან ჩაანაცვლეთ ამ რიცხვით ჩარჩოში გამოსახული ფონტის მიმდინარე ზომის სანაცვლოდ.

6. დააწკაპუნეთ OK. 7. მონიშნეთ "I am a little bigger."

8. მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Format > Font.

9. Size ტაბულის ცხრილიდან მონიშნეთ 14 და დააწკაპუნეთ OK, ან კლავიატურიდან ჩაანაცვლეთ ამ რიცხვით ჩარჩოში გამოსახული ფონტის მიმდინარე ზომის სანაცვლოდ.

10. დააწკაპუნეთ OK. 11. მონიშნეთ "I am the biggest."

12. მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Format > Font.

13. Size ტაბულის ცხრილიდან მონიშნეთ 24 და დააწკაპუნეთ OK, ან კლავიატურიდან ჩაანაცვლეთ ამ რიცხვით ჩარჩოში გამოსახული ფონტის მიმდინარე ზომის სანაცვლოდ.

14. დააწკაპუნეთ OK.

15. თუ ტექსტმა მიიღო სახე -"I am the smallest. I am a little bigger. I am the biggest", თქვენ წარმატებით შესძელით შრიფტის ზომის შეცვლა Menu-ს საშუალებით.

ალტერნატიული მეთოდი -- Font-ის ზომის შეცვლა Formatting ინსტრუმენტული ზოლის გამოყენებით

1. მონიშნეთ: "I am the smallest. I am a little bigger. I am the biggest."

2. დააჭირეთ კლავიშების კომბინაციას Ctrl+spacebar ფორმატირების გადასართავად ნაგულისხმევზე. 3. მონიშნეთ "I am the smallest."

4. ინსტრუმენტული პანელის Font-ის ზომის უჯრაში აკრიფეთ 8, ან შეარჩიეთ 8

ჩამონათვალიდან. 5. დააჭირეთ კლავიშს Enter. 6. მონიშნეთ "I am a little bigger."

7. ინსტრუმენტული პანელის Font-ის ზომის უჯრაში აკრიფეთ 14, ან შეარჩიეთ 14

ჩამონათვალიდან. 8. დააჭირეთ კლავიშს Enter.

Page 4: Teqstis Formatireba 3mecadineoba

9. მონიშნეთ "I am the biggest."

10. ინსტრუმენტული პანელის Font-ის ზომის უჯრაში აკრიფეთ 24, ან შეარჩიეთ 24

ჩამონათვალიდან. 11. დააჭირეთ კლავიშს Enter.

12. თუ ტექსტმა მიიღო სახე -"I am the smallest. I am a little bigger. I am the biggest", თქვენ წარმატებით შესძელით შრიფტის ზომის შეცვლა Formatting ინსტრუმენტული ზოლის გამოყენებით.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

ფორმატირების ინსტრუმენტული ზოლი

ფორმატირების ინსტრუმენტულ ზოლზე წარმოდგენილია მენიუს ბრძანებების მალსხმობილი (იარლიყი). ეს ინსტრუმენტული ზოლი უნდა ჩანდეს მენიუს ზოლის ქვევით. თუ ასეტ ზოლს თქვენს ეკრანზე ვერ ხედავთ, შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები:

1. დააწკაპუნეთ Menu ზოლის View ოპციაზე. 2. გაააქტიურეთ Toolbars მაუსის მაჩვენებლის შესაბამის წარწერაზე მიყვანით. 3. ოპციებს Standard და Formatting შეიძლება მარცხნივ ჰქონდეს ჩართვის აღმნიშვნელი ნიშანი. თუ ეს

არეა, დააჭირეთ Esc ღილაკზე სამჯერ მენიუს დასახურად. 4. თუ ჩართვის აღმნიშვნელი ნიშანი არცერთს, ან ერთ-ერთს არ აქვს, დააწკაპუნეთ

View>Toolbars>Customize, ან 5. გახსენით დიალოგური ფანჯარა Toolbars. 6. თუ მოუნიშნავია Standard და Formatting დააწკაპუნეთ შესაბამისი წარწერის მარცხნივ ცარიელ უჯრაში

და ჩასვით გააქტიურების მარკერი. შენიშვნა: ხელახლა დაწკაპუნებით მარკერი მოიხსნება. 7. დააწკაპუნეთ Close დიალოგური ფანჯრის დასახურად.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

ფორმატირების კოპირება, შეცვლა და გასუფთავებამონიშნული ტექსტის მიმდინარე ფორმატირების პარამეტრები შეიძლება ნახოთ ინსტრუმენტული

ზოლიდან Format >Reveal Formatting, ან კლავიშების კომბინაციით: Shift+F1. შესაძლოა დაგჭირდეთ მონიშნული ფრაგმენტის ანალოგიური ფორმატირების მქონე ტექსტის დანარჩენი ნაწილის მონიშვნა. ამისათვის მიიყვანეთ კურსორი ფრაგმენტის არეში, დააწკაპუნეთ მარჯვენა ღილაკზე და აირჩიეთ ოპცია Select Text with Similar Formatting.

1. ფორმატირების კოპირებისათვის მიიყვანეთ კურსორი ტექსტის იმ ადგილას, რომლის ფორმატირება გინდათ გამოიყენოთ ტექსტის სხვა ნაწილისათვის.

2. დააწკაპუნეთ პიქტოგრამაზე Format Painter .

3. გადაატარეთ ფუნჯი ტექსტის იმ ფრაგმენტზე, რომლის ფორმატირება გსურთ იყოს ანალოგიური.

ტექსტის მონიშნული ნაწილის მიმდინარე ფორმატირება შეიძლება გაასუფთაოთ მენიუს ზოლიდან თანმიმდევრული დაწკაპუნებით: Edit>Clear>Formats.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

ავტომატური დამარცვლა/გადატანის გამოყენებასტრიქონის დასასრულში ტექსტის დამარცვლა/გადატანა აუმჯობესებს დოკუმენტის იერსახეს,

რადგან ტექსტის მარჯვენა კიდის გაწონასწორება აღარ გამოიწვევს სიტყვებს შორის შუალედის გადაჭარბებულ გადიდებას. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია, როდესაც სტრიქონის დასასრული მოდის რაიმე მრავალ მარცვლოვან გრძელ სიტყვაზე. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია სიტყვის დამარცვლა/გადატანა. ამავედროულად დამარცვლა/გადატანა ზღუდავს შემდგომში ტექსტის რედაქტირების ზოგიერთი ოპერაციის შესრულებას. კერძოდ, გვერდის პარამეტრების შეცვლისას სტრიქონის ზომის შეცვლის შედეგად შეიძლება დამარცვლა/გადატანის ნიშანი ”-” სიტყვის შიგნით არაკორექტულად ჩასმულ დეფისად გამოისახოს.

Page 5: Teqstis Formatireba 3mecadineoba

შესაძლებელია დამარცვლა/გადატანის სამი ოპცია: ავტომატური დამარცვლა/გადატანა (შესაძლებელია, თუ ინსტალირებულია ლოკალური ენის მართლწერის კორექტორი); ტექსტის წინასწარი დამარცვლა, თქვენი დადასტურებით თუ სად უნდა მოთავსდეს დეფისი; სხვადასხვა სტილის დეფისის ხელით ჩასმა. ამ ოპერაციების შესრულება რეკომენდირებულია რედაქტირების ყველა სხვა სამუშაოს დასრულების შემდეგ.

დოკუმენტის ავტომატური დამარცვლისათვის: ინსტრუმენტული ზოლიდან გახსენით დამარცვლის დიალოგური ფანჯარა შემდეგი გზით Tools>Language>Hyphenation. ჩასვით გააქტივების მარკერი უჯრაში წარწერით Automatically hiphenate Document და დაადასტურეთ OK ღილაკზე დაწკაპუნებით. MS Word შეასრულებს მთელი დოკუმენტის დამარცვლას, იმის მიუხედავად, თუ რომელი ფრაგმენტია მონიშნული.

თუ თქვენს კომპუტერში ინსტალირებულია ლოკალური ენის მართლწერის კორექტორი, მაშინ დამარცვლის ავტომატური და გადატანის ოპერაციის ხელით შესრულებისათვის შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები: მონიშნეთ დოკუმენტი, ან მისი ფრაგმენტი. გახსენით დიალოგური ფანჯარა Hyphenation. დააწკაპუნეთManual.

გაიხსნება დიალოგური ფანჯარა ლოკალური ენის მითითებით. მაგალითად: Manual Hyphenation: English (U.K). სიტყვა Hiyphenation ავტომატურად დაიმარცვლა ისე, როგორც რედაქტირების ველშია ნაჩვენები. Yes ღილაკზე დაწკაპუნებით შეგვეძლო გამოგვეყენებინა შერჩეული დამარცვლა/გადატანა. No ღილაკზე

დაწკაპუნებამ სიტყვა Hiyphenation დატოვა ისე, როგორც ამ ტექსტშია.დამარცვლა/გადატანისათვის MS Word-ში შესაძლებელია შემდეგი კლავიშების კომბინაციის

გამოყენება:1. Ctrl+”-“. შევასრულოთ კურსორის პოზიციონირება სიტყვის შიგნით ნებისმიერი სიმბოლოს

შემდეგ, სადაც გვინდა სიტყვის გაწყვეტა გადასატანად, და გამოვიყენოთ კლავიშების კომბინაცია Ctrl+”-“. თუ ეს სიტყვა სტრიქონის კიდეში არ ჩაეტევა, გადაიტანება შერჩეულის შესაბამისად. სტრიქონის ზომის შეცვლის შემდეგ თუ ასეთი დამარცვლა/გადატანა საჭირო აღარ იქნება, ნიშანი ”-” სიტყვის შიგნით არაკორექტულად ჩასმულ დეფისად არ გამოისახება.

2. Ctrl+Shift+”-“. ამ შემთხვევაში სიტყვის გაწყვეტა და დამარცვლა/გადატანა დეფისის ნიშნის ჩასმის ადგილზე, არასდროს არ მოხდება.

3. ”-“. თუ სიტყვაში ჩავსვავთ დეფისის ნიშანს ”-“, ის ყოველთვის გამოჩნდება ნაბეჭდ ტექსტში. ამავდროულად თუ სიტყვა, რომელშიც დეფისის ნიშანია ჩასმული აღმოჩნდა სტრიქონის მარჯვენა კიდეში, ის ავტომატურად გამოიწვევს სიტყვის დეფისის მარჯვნივ დარჩენილი ნაწილის გადატანას ახალ სტრიქონზე.

4. Ctrl+Shift+”ჰარი“. თუ ამ უხილავ სიმბოლოს ჩავსვავთ ორ სიტყვას შორის, მაშინ არ მოხდება სიტყვების განცალკავება ისე, რომ ერთი სიტყვა დარჩეს სტრიქონის კიდეში, ხოლო მეორე იქნას გადატანილი ახალ სტრიქონზე. ეს მნიშვნელოვანია, მაგალითად, წოდების ან სახელის ინიციალებისა და გვარის განცალკავების გამოსარიცხად.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

ტექსტისა და ფონის ფერის შეცვლა

ტექსტის ფერის შეცვლა შესაძლებელია მენიუს ზოლიდან, ასევე ფორმატირების ინსტრუმენტული პანელიდან.

ტექსტის ფერის შეცვლა მენიუს ზოლიდან: 1. მონიშნეთ ტექსტის ის ფრაგმენტი რომლის ფერის შეცვლა გინდათ2. მენიუს ზოლიდან აირჩიეთ Format > Font.3. Font დიალოგური ფანჯრის Font განყოფილებაში მონახეთ უჯრა Font color და აირჩიეთ

ტექსტის სასურველი ფერი. 4. დააწკაპუნეთ OK. ტექსტის ფრაგმენტი მიიღებს სასურველ ფერს.

ტექსტის ფერის შეცვლა ინსტრუმენტული პანელიდან:1. მონიშნეთ ტექსტის ის ფრაგმენტი რომლის ფერის შეცვლა გინდათ.

2. ფორმატირების ინსტრუმენტული ზოლში მოძებნეთ ოპცია Font Color და აირჩიეთ

ტექსტის სასურველი ფერი. 3. დააწკაპუნეთ შერჩეულ ფერზე. ტექსტის ფრაგმენტი მიიღებს სასურველ ფერს.

ტექსტის ფონის ფერის შეცვლა შესაძლებელია ინსტრუმენტული პანელიდან:

Page 6: Teqstis Formatireba 3mecadineoba

1. მონიშნეთ ტექსტის ის ფრაგმენტი რომლის ფონის ფერის შეცვლა გინდათ.

2. ფორმატირების ინსტრუმენტული ზოლში მოძებნეთ ოპცია Highlight და აირჩიეთ ტექსტის

ფონის სასურველი ფერი. 3. დააწკაპუნეთ შერჩეულ ფერზე. ტექსტის ფრაგმენტის ფონი მიიღებს სასურველ ფერს.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

სტილებიტექსტის სტილის ფორმატირება შესაძლებელია როგორც მენიუს ზოლიდან, ასევე ფორმატირების

ინსტრუმენტული პანელიდან Stylus and Formatting.მენიუს ზოლიდან Format>Theme და დაწკაპუნებით გახსნილი დიალოგური ფანჯრიდან Style

Gallery-ზე დაწკაპუნებით შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი დოკუმენტის დანიშნულების ოპტიმალურად შესაბამისი სახე.

შრიფტის სტილები და ტექსტის ქვეშგახაზვის სტილები შეიძლება აირჩიოთ როგორც მენიუს ზოლიდან, ასევე ფორმატირების ინსტრუმენტული პანელიდან. გაეცანით პრაქტიკულ სავარჯიშოს, რომელსაც გამოიძახებთ აქ დაწკაპუნებით.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

სუბსკრიპტის და სუპერსკრიპტის გამოყენება

სუბსკრიპტი და სუპერსკრიპტი ხშირად გამოიყენება სამეცნიერო სტატიების ფორმატირებისას, კერძოდ ფორმულების ფორმატირებისას. კერძოდ: ხარისხის მაჩვენებლის პოზიციონირებისათვის

მოხერხებულია სუპერსკრიპტის გამოყენება , ხოლო ინდექსის მაჩვენებლის პოზიციონირებისათვის

სუბსკრიპტისა .

შეარჩიეთ ტექსტი, რომლის ფორმატირება გინდათ როგორც სუპერსკრიპტისა (სუპერსკრიპტი წარმოადგენს ტექსტსს, რომელიც რამდენადმე უფრო მაღლა მოთავსებული ტექსტითაა განსხვავებული სტრიქონის დანარჩენი ტექსტისაგან) ან სუბსკრიპტისა (სუბსკრიპტი წარმოადგენს ტექსტსს, რომელიც რამდენადმე უფრო დაბლა მოთავსებული

ტექსტითაა განსხვავებული სტრიქონის დანარჩენი ტექსტისაგან).Menu ზოლის Format მენიუდან დააწკაპუნეთ Font ღილაკზე, და შემდეგ Font Tab ღილაკზე და

სურვილისამებრ აირჩიეთ Superscript ან Subscript. დააწკაპუნეთ OK ღილაკზე. იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ კლავიატურის კლავიშების კომბინაციით: Ctrl+Shift+= სუპერსკრიპტისა და Ctrl+= სუბსკრიპტისათვის.

Formatting ინსტრუმენტული ზოლის გამოყენებით იგივე ოპერაცია შეგიძლიათ შეასრულოთ

სუპერსკრიპტის ინსტუმენტის , ან სუბსკრიპტის ინსტრუმენტის გამოყენებით.

დაბრუნება ტექსტის დასაწყისში

საკონტროლო დავალება 2:

1. თანმიმდევრობით შეურჩიეთ ქვევით დასახელებული სიტყვების შრიფტს შესაბამისი ფერიწითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი.

2. თანმიმდევრობით შეურჩიეთ ქვევით დასახელებულ სიტყვებს შესაბამისი ფერის ფონიწითელი, ყვითელი, კაშკაშა-მწვანე, ცისფერი, მეწამული, ლურჯი.

3. შეურჩიეთ ქვევით დასახელებული სიტყვების ქვეშგახაზვას შესაბამისი ფერიწითელი , ნარინჯისფერი , ყვითელი , მწვანე , ცისფერი , ლურჯი , იისფერი .

4. შემდეგ წინადადებაში შეცვალეთ ქვემდებარის შრიფტის სტილი კურსივით, შემასმენლის - მსხვილი შრიფტითთებერვალი დადგაო. ხეში წყალი ჩადგაო. ჩიტმა-ჩიორამაო საძირკველი გადგაო.

5. შემდეგ აბზაცში მოყვანილი სამხედრო წოდებების ჩამონათვალიდან (აშშ-ის არმია) პირველად დასახელებულის პოზიცია დატოვეთ უცვლელად, დანარჩენი წაანაცვლეთ ერთმანეთის მიმართ ექვსი პუნქტით ქვევით ან ზევით, წოდებების შესაბამისად.გენერალი; გენერალ-ლეიტენანტი; არმიის გენერალი; გენერალ მაიორი; ბრიგადის გენერალი;

6. განალაგეთ ჩამოთვლილი წოდებები სტრიქონში ზრდადი თანმიმდევრობითგენერალი; გენერალ-ლეიტენანტი; არმიის გენერალი; გენერალ მაიორი; ბრიგადის გენერალი;

Page 7: Teqstis Formatireba 3mecadineoba

7. სიმბოლო X-ის მომდევნო ”max” გადააკეთეთ სუპერსკრიპტად და სიმბოლო Y-ის მომდევნო ”min”- სუბსკრიპტად.Xmax Ymin

8. ქვემოთ მოცემული შრიფტის დასახელების პირველი სიტყვა გამოსახეთ ამოტვიფრულად, მეორე სიტყვის სიმბოლოები გამოსახეთ კონტურით და მესამე სიტყვას მიეცით გრავირებული ეფექტი.

Times New Roman

პასუხები:1. წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი.2. წითელი, ყვითელი, კაშკაშა-მწვანე, ცისფერი, მეწამული, ლურჯი. 3. წითელი , ნარინჯისფერი , ყვითელი , მწვანე , ცისფერი , ლურჯი , იისფერი . 4. თებერვალი დადგაო. ხეში წყალი ჩადგაო. ჩიტმა-ჩიორამაო საძირკველი გადგაო.

5. გენერალი; გენერალ-ლეიტენანტი;

არმიის გენერალი;

გენერალ მაიორი;

ბრიგადის გენერალი;

6. ბრიგადის გენერალი; გენერალ მაიორი; გენერალ-ლეიტენანტი; გენერალი; არმიის გენერალი; 7. Xmax Ymin

8. TimesTimes New RomanRomanსაკონტროლო დავალების ინტერაქტიული მულტიმედიური ვარიანტი მოცემულია რესურსში:

ტექსტის ფორმატირება . ინტერაქტიული საკონტროლო დავალება .